გემოფესტი - გურია

Happening 01-02 აგვისტო

uploads/gallery-1-cef0f750.png
uploads/gallery-1-68d15b81.jpg
uploads/gallery-2-09cd4975.jpg

გემოფესტი - გურია

„გემოფესტი“ უკვე რამდენიმე წელია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება და მიზნად ისახავს ადგილობრივი კულინარიული ტრადიციების პოპულარიზაციასა და მცირე მეწარმეების ხელშეწყობას. 

ფესტივალი ქმნის სივრცეს, სადაც ტრადიცია და თანამედროვე გემოები ერთიანდება.

1-2 აგვისტოს ღონისძიება შეკვეთილს ეწვევა - გურიის გამორჩეულ კურორტს, რომელიც თავისი უნიკალური კულინარიული მემკვიდრეობითაა ცნობილი. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ გურული სამზარეულოს ავთენტური კერძები, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში თანამედროვე ინტერპრეტაციით იქნება წარმოდგენილი.

 „გემოფესტი“ შეკვეთილს განსაკუთრებულ გასტრონომიულ ხასიათს სძენს და მოგზაურებს რეგიონის გემოების ახლებურად აღმოჩენის საშუალებას აძლევს.

ღონისძიების ლოკაცია

მუსიკოსთა პარკი

გალერეა

კომენტარები