გემოფესტი - აჭარა

Happening 05-06 სექტემბერი

uploads/0-02-f96a77d8.png

აჭარული სამზარეულოს ახალი სიცოცხლე ბათუმის სანაპიროზე

„გემოფესტი“ უკვე რამდენიმე წელია წარმატებით მოგზაურობს საქართველოს რეგიონებში და კულინარიული აღმოჩენების ნამდვილ ეპიცენტრად იქცა. 

პროექტის უცვლელი მიზანი ადგილობრივი სამზარეულოს გაძლიერება და იმ მცირე მეწარმეების მხარდაჭერაა, რომლებიც ტრადიციულ გემოებს ინარჩუნებენ. ფესტივალი ქმნის უნიკალურ პლატფორმას, სადაც წარსულის რეცეპტები და თანამედროვე კულინარიული ხედვა ერთმანეთს ხვდება.

5-6 სექტემბერს გასტრონომიული დღესასწაული ბათუმს ეწვევა - ზღვისპირა ქალაქს, რომელიც თავისი მდიდარი და მრავალფეროვანი აჭარული სამზარეულოთია ცნობილი. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ რეგიონის ავთენტური ნობათი, რომელიც ფესტივალის ფარგლებში ახლებური, კრეატიული ინტერპრეტაციით იქნება წარმოდგენილი.

„გემოფესტი“ ბათუმის ხავერდოვან სეზონს კიდევ უფრო შთამბეჭდავ გასტრონომიულ ელფერს შესძენს

კომენტარები