DGF

Happening 25 აპრილი - 06 ივნისი

uploads/niki-banner-ge-607b0ff2.webp
uploads/dsc-2608-7e914e51.jpg
uploads/dsc-2599-82f88f06.jpg

DGF ICC Georgia-ს კულინარიული მასტერკლასები

მინერალური წყალი“ბორჯომი” მხარს უჭერს სხვადასხვა გასტრონომიურ მასტერკლასს DGF ICC Georgia-ში, რომელიც მიზნად ისახავს საკონდიტრო და კულინარიული სფეროს გაძლიერებას საქართველოში და ქვეყნის რეგიონულ ლიდერად გარდაქმნას ამ მიმართულებით.

3 დღიან მასტერკლასს, რომელიც 25-27 აპრილს ჩატარდა, უძღვებოდა 2018 და 2022 მსოფლიოს საუკეთესო კონდიტერი ანტონიო ბაშური . შეფ-კონდიტერმა 12 უნიკალური დესერტი მოამზადა და წარუდგინა მონაწილეებს, ასევე ისაუბრა მომზადების ტექნიკაზე და გასცა რეკომენდაციები.

7 მაისს გამართულ მასტერკლასს,  IRCA-ს სენიორ შეფ-კონდიტერი, ტრადიციული პანეტონეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი და სხვა მრავალი ჯილდოს მფლობელი- ანტონიო ლოსიტო ხელმძღვანელობდა. შეფმა ღონისძიების ფარგლებში ჯელატოსა და სორბეს მასტერკლასი მოაწყო.

5-6 ივნისს გამართულ ორ დღიან მასტერკლასს , ფრანგი კონდიტერი - ბრუნო კურე წარუძღვა. შეფი წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ცნობილ რესტორანში, 1998 წლიდან კი  აზიარებს თავის გამოცდილებას  და ქმნის ახალ დესერტებს. 

ღონისძიების ლოკაცია

DGF ICC Georgia

გალერეა

კომენტარები