• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • რესტოგიდი

    რესტორნები

  • ბორჯომი კერძებთან

  • გასტრონომიული ღონისძიებები

შეფ-მზარეული

რუსლან შამსუდინოვ

AIZA Terrace

მუშაობს

AIZA Terrace

მე გახლავართ რუსლან შამსუდინოვი, AIZA Terrace-ისა და Local Coffee-ს  შეფ-მზარეული.

ჩემი ისტორია სამზარეულოში არ დაწყებულა ამბიციით გავმხდარიყავი შეფ-მზარეული, არამედ მარტივი ინტერესით: იმის გაგება, თუ როგორ იბადება გემო  ჩვეულებრივი პროდუქტებიდან. დროთა განმავლობაში, ეს აღარ იყო მხოლოდ სამსახური და გახდა ცხოვრებისეული საქმე, სადაც ყველა ნაბიჯი მნიშვნელოვანია: ინგრედიენტების შერჩევიდან კერძის მირთმევამდე.

დავიწყე საბაზო პოზიციებიდან და გავიარე ყველა ეტაპი: მომზადებიდან სერვისამდე. ამან მომცა ყველაზე მნიშვნელოვანი — პროცესების შიგნიდან გაგება და პროდუქტის მიმართ პატივისცემა. სამზარეულომ მასწავლა დისციპლინა, სწრაფი აზროვნება და შედეგებზე პასუხისმგებლობა. 

ჩემი პროფესიული გზა გასცილდა მხოლოდ ერთი ქვეყნის ფარგლებს. კარიერის შუა პერიოდში სტაჟირება გავიარე იტალიაში, სადაც პრაქტიკაში შევისწავლე საკონდიტრო ხელოვნება. ამ გამოცდილებამ მომცა მყარი საფუძველი: დეტალებისადმი ყურადღება, სიზუსტე და გემოს ბალანსის გაგება, რომელიც გაცილებით სცილდება მხოლოდ ერთი მიმართულების ფარგლებს. 

დაბრუნების შემდეგ, გავაგრძელე განვითარება ალმატიში, ქალაქის საუკეთესო რესტორნებში მუშაობით. გამიმართლა, რომ გამოცდილი და მომთხოვნი შეფ-მზარეულებთან ვსწავლობდი, რომელთაგან თითოეულმა გავლენა მოახდინა ჩემს კულინარიულ მიდგომაზე და ხელი შეუწყო ჩემი პროფესიული ხედვის ჩამოყალიბებას.

ახლა, ჩემს საქმიანობაში, აქცენტს ვაკეთებ გემოსა და ბალანსზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ კერძი არ იყოს გადატვირთული და ყველა ინგრედიენტი ემსახურებოდეს საერთო შედეგს. არ ვეძებ სირთულეს  სირთულის გამო -ჩემთვის უფრო ფასეულია გემოს სისუფთავე და გასაგები იდეა თეფშზე. 

ჩემი სტილია  — კლასიკური ტექნიკების და თანამედროვე მიდგომის შეთავსება. მიყვარს ტექსტურებთან, არომატებთან მუშაობა და გაჯერებულობასა და სიმსუბუქეს შორის ბალანსის პოვნა. სამზარეულო ჩემთვის — ეს არის საკვების მეშვეობით  სტუმრებთან საუბარის საშუალება. 

შეფის რეცეპტები

სულ 0 რეცეპტი

ნავიგაცია

  • ხშირად დასმული კითხვები
  • ჩვენს შესახებ
  • პერსონალური მონაცემების დამუშავება
  • წესები და პირობები

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Enhanced by

Enhanced by