• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • რესტოგიდი

    რესტორნები

  • ბორჯომი კერძებთან

  • გასტრონომიული ღონისძიებები

შეფ-მზარეული

რუსლან კაპაროვი

Instagram
THE MENU

მუშაობს

THE MENU

მე გახლავართ რუსლან კაპაროვი, ბრენდ-შეფი და სარესტორნო კონსულტანტი. ჩემი მოგზაურობა გასტრონომიაში ასტანაში დაიწყო, №2 პროფესიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ. სამზარეულოში უბრალო მზარეულად დავიწყე, მაგრამ ამ სამყარომ იმდენად გამიტაცა, რომ ძალიან მოკლე დროში ბრენდ-შეფი გავხდი.

დღეს დიდი სარესტორნო ქსელების სამზარეულოების და ფრენშიზების მართვის 17 წლიანი გამოცდილება მაქვს.

მუშაობის წლების განმავლობაში არ შემოვიფარგლე მხოლოდ ერთი სტილით: ჩემი სამზარეულო მოიცავს ყაზახურ, ევროპულ, იტალიურ, იაპონურ, პან-აზიურ და მრავალ სხვა კულტურას. ღრმად მწამს, რომ ნებისმიერი კარგი კერძი პროდუქტების სწორი შერჩევით იწყება. მენიუს შექმნისას ყოველთვის ვითვალისწინებ ადგილობრივ სპეციფიკას და რეგიონს, ვცდილობ, ჩემს საქმეში გული და სული ჩავდო და თითოეული ინგრედიენტის უნაკლო დეტალები წარმოვაჩინო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გემო ეფუძნებოდეს  მკაფიო კონცეფციას, რომლის გამოც სტუმრებს გაუჩნდება კვლავ დაბრუნების სურვილი.

ამავდროულად, მწამს, რომ ნებისმიერი სამზარეულოს სიძლიერე არის ადამიანები. როგორც მენტორი და შეფ-კოორდინატორი, განსაკუთრებულ შთაგონებას ვპოულობ ძლიერი გუნდების ნულიდან შექმნაში, მათ სწავლებაში, ჩემი გამოცდილების გაზიარებაში და ჩემთან ერთად  მათ პროფესიულ ზრდაში.

შეფის რეცეპტები

სულ 0 რეცეპტი

ნავიგაცია

  • ხშირად დასმული კითხვები
  • ჩვენს შესახებ
  • პერსონალური მონაცემების დამუშავება
  • წესები და პირობები

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Enhanced by

Enhanced by