შეფ-მზარეული
ნუცა სურგულაძე



საყვარელი პროდუქტი
ბორჯომის მინერალური წყალი
ვარ 20 წლის, დავიბადე და გავიზარდე თბილისში. 16 წლის ასაკში გადავწყვიტე საფრანგეთში სასწავლებლად წასვლა , ჯერ იქ სკოლა დავამთავრე შემდეგ კი ჩავაბარე საფრანგეთის ერთერთ კულინარიულ სკოლაში.
ჩემი პირველი პრაქტიკა გავიარე გორდონ რემზის რესტორანში რომელიც მდებარეობს ბორდოში სადაც გავატარე დაუვიწყარი 5 თვე შევისწავლე ყველაფერი რაც დამწყებ მზარეულს სჭირდება, რის შემდეგაც ცოტა ხნით დავბრუნდი საქართველოში მონაწილეობა მივიღე ერთ-ერთ კულინარიულ გადაცემაში, შემდეგ ვმუშაობდი ფრანგულ რესტორან “ლადუღე”-ში ჯუნიორ სუ-შეფად, რის შემდეგაც მიმიწვიეს პარიზში “გი სავუას” მიშელინის ვარსკვლავიან რესტორანში სადაც კიდევ უფრო მეტი ცოდნა მივიღე.
ახლა ვიმყოფები თბილისში და მონაწილეობას ვიღებ მასტერშეფში. ახლო მომავალში ვაპირებ იტალიაში წასვლას რომ ცოდნა კიდევ გავიღრმავო და მეტი გამოცდილება შევიძინო, ვაპირებ ასევე ბევრ მოგზაურობას მსოფლიო სხვა და სხვა კუთხეში რომ აღმოვაჩინო ახალი და საინტერესო გემოები. საკმარის ცოდნას როდესაც შევიძენ აუცილებლად გავხსნი ჩემ ქართულ რესტორანს საფრანგეთში.
შეფის რეცეპტები
სულ 0 რეცეპტი