• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

დაუბრუნდით რეცეპტს

შეფ-მზარეული

ნინო მგელაძე

ნინო მგელაძე
uploads/ნინო-მგელაძე-6a19e53d.jpg
ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

საყვარელი პროდუქტი

ბორჯომის მინერალური წყალი

“პროფესიით ეკონომისტი ვარ, თუმცა გული ყოველთვის სამზარეულოსკენ მიმიწევდა. გავიზარდე ოჯახში, სადაც  ჭირვეული ბავშვის კვება ორი ბებიის თავის ტკივილი იყო.

დიდი ბებია უკრაინელი მყავდა, რომელსაც საოცარი ხელი და გემოვნება ჰქონდა, სახლში მზადდებოდა უამრავი საჭმელი, იქნებ რომელიმე ყოფილიყო ჩემთვის სასურველი. ყოველ დილით მიმზადებდა დღემდე ჩემთვის საყვარელ ბლინებს, რომელიც არასდროს მბეზრდებოდა.  რა თქმა უნდა, სულ ჩართული ვიყავი მომზადების პროცესში. აქედან დაიწყო,  ჩემი  დიდი სიყვარული და ინტერესი სამზარეულოს მიმართ. 

ცხოვრებაში მაქსიმალისტი ვარ და გადავწყვიტე ეს პროფესია, უფრო მაღალ დონეზე შემესწავლა. ჩავაბარე საქართველოს კულინარიის აკადემიაში, კონდიტერიის მიმართულებით, სადაც საკმაოდ დიდი განათლება და გამოცდილება მივიღე. ამან კიდევ უფრო გააღრმავა ჩემი ინტერესი, მესწავლა უფრო და უფრო მეტი და მიმეღწია სასურველი მიზნისთვის.

მეგობრების დაჟინებული თხოვნით, სულ რამდენიმე თვის წინ ჩამოვაყალიბე კომპანია - Frangipane (ფრანჟიპანი), სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ დააგემოვნონ უმაღლესი ხარისხის საკონდიტრო ნაწარმი. ამ ეტაპზე, დესერტების შეძენა მხოლოდ ონლაინ ხდება, თუმცა წინ ძალიან დიდი გეგმები მაქვს და იმედია სულ მალე გაიხსნება ჩემი ოცნების სივრცე.” - ნინო მგელაძე

შეფის რეცეპტები

სულ 0 რეცეპტი

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone