სტუმარი
ნათია მსხილაძე

“ამასობაში ბევრი პროფესია დამიგროვდა, ვარ კომუნიკაციის სპეციალისტი, ივენთ მენეჯერი, ბლოგერი და აგროსტოპის იდეის ავტორი და წამყვანი, რომელიც მოგზაურებს აცნობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ აგროტურისტულ ობიეტებს და გასტრონომიას.
ამ პროექტის გაკეთების იდეა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე აგროტურიზმში ჩართული ადამიანები გავიცანი და გადავწყვიტე მათ შესახებ არამარტო ჩვენს თანამოქალაქეებს, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფ მოგზაურებს გაეგოთ და ასე, ჩემი ძირითადი საქმიანობის პარალელურად, დავიწყე მოგზაურობა და ამ ადამიანებზე ამბის თხრობა.
როცა შემხებლობა გაქვს სხვადასხვა კუთხის სამზარეულოსთან, წარმოუდგენელია მერე ეს შენს სამზარეულოშიც არ გაიმეორო, ან შენეული ვერსია არ შექმნა. ჰოდა ასე დავუმეგობრდი სამზარეულოსაც. ვერ ვიტყოდი, რომ კარგი მზარეული ვარ, მაგრამ სულ ვცდილობ პროდუქტებისგან, რომელიც ქართველ ფერმერებს მოჰყავთ, შევქმნა ჩემს გემოვნებაზე მორგებული კერძი.
ბოლო რამდენიმე წელია ძირითადად ბოსტნეულით და რძის პროდუქტით ვიკვებები. შესაბამისად, თუ ასეთი დღე არის და სახლში ვარ, სულ ვცდილობ მოვამზადო ისეთი კერძი, რომელიც ბევრ ვიტამინს შეიცავს, განსხვავებული გემო აქვს და თან ქართულია.” - ნათია მსხილაძე
შეფის რეცეპტები
სულ 0 რეცეპტი