• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

შეფ-მზარეული

მირიან სულაკაური

მირიან სულაკაური
uploads/chef-inner-page-large-8c356636.jpeg
ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

საყვარელი პროდუქტი

ბორჯომის მინერალური წყალი

მირიან სულაკაური - გასტრო ჯადოქარი

გავიზარდე ოჯახში, სადაც კრეატიულობა იყო ნორმა, ჩემ ირგვლივ მხატვრები, მოქანდაკეები და სამხატვრო სფეროს ადამიანები ტრიალებდნენ, სულ მიყვარდა ხელით შექმნა, იქნებოდა ეს ხატვა, ძერწვა, კერვა თუ რაიმე სხვა.

გარდატეხის ასაკში აღმოვაჩინე, რომ კულინარიაც ხელოვნების ერთ-ერთი სფეროა, რომელიც არამარტო თვალს სიამოვნებს, გემოვნურადაც ბედნიერებას მატებს ადამიანს, რამაც იმდენად აღმაფრთოვანა, პირდაპირ თავით გადავეშვი კულინარიულ მორევში. დიდი და შრომატევადი გზის გავლა მომიწია, რომ კულინარიული ხელოვნება მესწავლა, თუმცა ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ამ სფეროში სწავლას არასდროს წყვეტ და ყოველთვის ახლის ძიებაში ხარ, ზუსტად ამ ახლის ძიებამ მიმიყვანა გამომეცადა ჩემი თავი კულინარიულ შოუში “სამზარეულოს ომები”, რომელიც წარუმატებელი იყო. ამან მოტივაცია მომიმატა, რომ კიდევ უფრო მეტად მემუშავა ჩემს თავზე და შემდეგი გამოცდა - მასტერშეფი, წარმატებულად გავიარე და გავიმარჯვე.

მასტერშეფში ჩემი კერძების სტილი აღმოვაჩინე, კონცეპტუალური და კომფორტ საჭმელი უცნაური, თუმცა ნაცნობი გემოების კომბინაციით. მუდმივი გადასვლა კულინარიასა და მხატვრობას შორის არის ის, რაც განმსაზღვრავს მე, როგორც შეფს და გასტრო ჯადოქარს.

 

შეფის რეცეპტები

სულ 0 რეცეპტი

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone