შეფ-მზარეული
ლერი დარსაველიძე
სამზარეულო მიყვარს იმიტომ, რომ ეს ყველაზე გულწრფელი გზაა კერძში გადაიტანო შენი საქმისადმი სიყვარული, ემოცია და ხასიათი. სწორედ ეს ხდის თითოეულ შეფს უნიკალურს და გამორჩეულს ინდივიდუალური სტილით.
ჩემი მიზანია, ვიმოგზაურო, გავეცნო და შევისწავლო სხვადასხვა ქვეყნების კულინარიული კულტურა. ეს გამოცდილება მაძლევს საშუალებას, საკუთარი ფანტაზიისა და ცოდნის სინთეზით შევქმნა ახალი, გამორჩეული და უცხო პროდუქტები.
ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ ქართულ სამზარეულოს — მას განსაკუთრებული ხასიათი აქვს და იმსახურებს, რომ მსოფლიო კულინარიულ რუკაზე მკაფიოდ და ღირსეულად იყოს წარმოდგენილი.
წლების განმავლობაში მქონდა ბედნიერება მემუშავა საქართველოში ცნობილ სამზარეულოებში — როგორც ქართველ, ისე უცხოელ შეფებთან ერთად. დღეს ვხელმძღვანელობ „თბილისი მარიოტის“ მთავარ რესტორანს, „პარნასს“, სადაც ვცდილობ ტრადიციული ქართული გემოები თანამედროვე ფორმით წარმოვადგინო ისე, რომ თითოეულ კერძში დარჩეს ის ნოტი, რომელიც ნაცნობ და ახლობელ გემოს აუცილებლად მოგაგონებთ.
შეფის რეცეპტები
სულ 0 რეცეპტი
