• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • რესტოგიდი

    რესტორნები

  • ბორჯომი კერძებთან

  • გასტრონომიული ღონისძიებები

დაუბრუნდით რეცეპტს

შეფ-მზარეული

ფახრიდინ შოდიევი

Instagram
სიროვარნია (ყველსახარში)

მუშაობს

სიროვარნია (ყველსახარში)

ფახრიდინ შოდიევი — კაშკადარიას ოლქში, უძველეს ქალაქ შაქრისაბზში გაიზარდა. საჭმლის მომზადება სახლში დაიწყო  — დედამისი ღვეზელებს აცხობდა, პატარა ფახრიდინმა კი უყურებდა, იმახსოვრებდა, გამეორებას ცდილობდა. მესამე კლასში — ერბო–კვერცხი, მეხუთეში  — ცომი ღვეზელებისთვის. 2001 წელს, 18 წლის ასაკში, ოფიციალურად დადგა ღუმელთან — და მას შემდეგ არ გაჩერებულა. 


პირველი წლები — უზბეკური სამზარეულო მშობლიურ რეგიონში. 2005 წელს მოსკოვში წავიდა: ტელევიზორში ნახა, თუ როგორ აფორმებენ ევროპაში კერძებს და სწავლა მოინდომა. დაახლოებით ერთი წელი გაატარა უზბეკურ სამზარეულოში, სადაც სწრაფად დაწინაურდა მთავარ შეფ-მზარეულამდე. მაგრამ ეს უკვე არ აკმაყოფილებდა  — მას მეტი სურდა. და ასე დაიწყო: იტალიური, ნორვეგიული, ევროპული სამზარეულოები, 6-7 რესტორანი სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში.   
2011 წელს  Novikov Group-ში მოხვდა — და იქ ათი წლით დარჩა. მუშაობდა Mr. Li-ში 15 ჩინელ მზარეულს შორის, Wok Café-ში, იტალიურ რესტორან White Rabbit Group-ში. შეგნებულად ირჩევდა მზარეულის, და არა შეფ-მზარეულის პოზიცია — რათა უცხოელების გვერდით ესწავლა, შიგნიდან აეთვისა ტექნიკა. შემდეგ — ცნობილი იტალიელი მირკო ძალბოტის რესტორანი აიზი: მივიდა მოწაფედ, გახდა სუ-შეფი. მათ ერთად ხსნიდნენ ახალ პროექტებს, პიცერიებს, პასტას.  

 
2021 წელს ის ტაშკენტში დაბრუნდა. მუშაობდა ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში, შემდეგ 2022 წელს სათავეში ჩაუდგა სიროვარნიას სამზარეულოს. ამჟამად 41 წლისაა, მისი ხელმძღვანელობის ქვეშ — 50 -ზე მეტი მზარეულია. დარწმუნებულია: კარგი მზარეულის ჩამოყალიბება ერთ წელიწადშია შესაძლებელი. მაგრამ ყველას კი არ შეუძლია გახდეს კარგი ლიდერი. 

შეფის რეცეპტები

სულ 0 რეცეპტი

ნავიგაცია

  • ხშირად დასმული კითხვები
  • ჩვენს შესახებ
  • პერსონალური მონაცემების დამუშავება
  • წესები და პირობები

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone