• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • რესტოგიდი

    რესტორნები

  • ბორჯომი კერძებთან

  • გასტრონომიული ღონისძიებები

შეფ-მზარეული

ერიკ სარქისიანი

ერიკ სარქისიანი
uploads/ერიკ-სარქისიანი-share-image-chefმ-a7f04e7e.webp
ქეთო და კოტე

მუშაობს

ქეთო და კოტე

ჩემი გამოცდილება 2011 წლიდან იწყება, ყველაფერი უცაბედად მოხდა. სწავლა იკაროსში დავიწყე,  პროცესში კი კულინარიით განსაკუთრებულად დავინტერესდი.  

ვმუშაობდი შერატონში, შემდეგ გადავედი თბილისი მარიოტში, სადაც 2 წელი გავატარე,  ამ სფეროს ძრითადად სასტუმროს მიმართულებით მივყვებოდი, რადგან იმ დროში, როცა დავიწყე რესტორნებში არ იყო მსგავსი სამუშაო კულტურა, გრაფიკი, პირობები და სხვა, თუმცა დღეს სურათი შეცვალა და ქართული სარესტორნო რეალობაც საკმაოდ განვითარდა.

შემდეგ ჰუალინგში მზარეულად გავაგრძელე მუშაობა, სადაც გავხდი დემი-შეფი, ამ პროცესში ყოველთვის მიზნად მქონდა საფრანგეთში სწავლა და გამოცდილების მიღება, საბოლოოდ გამომივიდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ წელს უარი მივიღე, რაც საფრანგეთში არეულმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ განაპირობა.

იქ წელიწადნახევარი გავატარე, ვისწავლე და კულინარიაც კიდევ უფრო შევიყვარე. სამშობლოში მოტივირებული და გამოცდილებებით სავსე დავბრუნდი. ჩამოვედი და კარიერა შეფ-დეპარდის პოზიციაზე რედისონში გავაგრძელე, შემდეგ გაიხსნა “ანდროპოვის ყურები”- თევზის რესტორანი, რამაც საშუალება მომცა ჩემი დაგროვილი, იშვიათი გამოცდილება ბოლომდე გამომეყენებინა.

ამ რესტორანში  3-4 წელი გავატარე, შეფ-დეპარდის პოზიციიდან დავწინაურდი ჯუნიორ სუშეფად, შემდეგ კი რესტორნის შეფიც გავხდი. სწორედ აქ დავიწყე შეფობის კარიერა. გადმოვედი ქეთო და კოტეში და უკვე 4 წელია აქ ვარ შეფი. სულ ვცდილობ განვითარდე და გამოცდილება მივიღო, რადგან როცა ამხელა გუნდი გაბარია დიდი პასუხისმგებლობაა, ერთ ადგილზე უბრალოდ ვერ გაჩერდები.

პარალელურად იყო შეჯიბრებები გავიმარჯვე ბოკუს დორის კონკურსში, საქართველოში და წარვადგინე ჩვენი ქვეყანა ესტონეთში, ევროპის ჩემპიონატზე, რაც სფეროს განვითარებითვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. 

შეფის რეცეპტები

სულ 0 რეცეპტი

ნავიგაცია

  • პერსონალური მონაცემების დამუშავება
  • წესები და პირობები

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone