დაუბრუნდით რეცეპტს
სტუმარი
ელენა

მე ვარ ელენა. Შავი ზღვის ხიბლიანი და მზიანი ბათუმიდან, რომელიც Ჩემთვის განსაკუთრებულ ქალაქად აღიქმება.
არ არსებობს ბავᲨვი, რომელსაც არ უოცნებია, არც მე ვიყავი გამონაკლისი.
სწორედ 13 წლის ასაკში გავაცნობიერე, რომ სამზარეულოᲨი ფუსფუსი Ძალიან მხიბლავდა მაᲨინ, როცა ჩემი თანატოლები ეზოᲨი თამაშით იყვნენ დაინტერესებულნი.
დიახ, კულინარიის ხელოვნება - სწორედ ეს იყო Ჩემი ოცნება, რათა კარგად ამეთვისებინა და დამეხვეწა კერᲫები, როგორც გემოს მხრივ, ასევე ვიზუალური თვალსაზრისითაც.
ცოდნა ხომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია კარგი დიასახლისის ცხოვრებაში. ვფიქრობდი კიდევაც ამ ჰობის პროფესიად გადაქცევაზე, მაგრამ სამწუხაროდ Ჩემი მშობლები სხვა პროფესიას მირᲩევდნენ.
მაგალითად სტომატოლოგიას, რაც Ჩემს ოცნებას ვერ ახორციელებდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩავაბარე ბიზნეს-ეკონომიკურზე. დღეს ვარ საკმაოდ წარმატებულ ციფრულ სააგენტოᲨი, ITERS-ის დირექტორის თანამდებობაზე. ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური.
მიუხედავად ამისა ყოველთვის მსურდა კულინარიული ბლოგის შექმნა, მაგრამ არ ვიყავი ჩემს ᲨესაᲫლებლობებᲨი დარწმუნებული. ჩემი ძმა და მეგობრები სულ მხარს მიჭერდნენ, მარწმუნებდნენ, რომ აუცილებლად უნდა წარმომეᲩინა და გამეზიარებინა Ჩემი კულინარია საზოგადოებისთვის.
მართლაც, 2 წლის წინ შევქმენი ბლოგი. იმდენად Ჩავერთე ამ ფერხულში, რომ სამსახურიდან Შეგნებულად მალე ვბრუნდებოდი, რათა მომემზადებინა რაღაც გემრიელი, გადამეღო ფოტოები და გამეზიარებინა ახალი რეცეპტი ჩემი გამომწერებისთვის.
ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მიმაღლებენ მოტივაციას და ენერგიით მავსებენ. მათი მხარდაჭერა და Შეფასება ყველაზე დიდი საᲩუქარია Ჩემთვის.
გადავწყვიტე ამ განსხვავებული რეცეპტის გაზიარება, რადგან აჭარაში ძალიან უყვართ ბაქლავა და ხშირად ამზადებენ. ორი უგემრიელესი დესერტი გავაერთიანე.
შეფის რეცეპტები
სულ 0 რეცეპტი