სტუმარი
ეკა კაველიძე



საყვარელი პროდუქტი
ბორჯომის მინერალური წყალი
მე ვარ ეკა კაველიძე, პროფესიით იურისტი - სამართლის დოქტორი. ვარ რამდენიმე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ტრენერი სამართლის მიმართულებით. ერთი შეხედვით, ჩემი პროფესია კულინარიასთან შეუთავსებელია, მაგრამ ვცდილობ ეს ერთგვარი სტერეოტიპი დავამსხვრიო, რადგან იურისტებსაც შეგვიძლია გემრიელად მომზადება :)
ბავშვობაში დედას ვეხმარებოდი სხვადასხვა კერძების და დესერტების მომზადებაში, გააზრებულად კი კულინარიით 8 წლის წინ დავინტერესდი და პირველად ჟოლოს ტარტი მოვამზადე.
მას შემდეგ უფრო დიდი ინტერესი გამიჩნდა, რომ ამ სფეროში მეტი ცოდნა და გამოცდილება დამეგროვებინა. თვალს ვადევნებდი ცნობილი შეფების საქმიანობას, ვეძებდი და ვამუშავებდი განსხვავებულ რეცეპტებს, თანდათან ვსწავლობდი პროდუქტების სწორ დამუშავებას და გამოყენებას, როგორც კულინარიული, ასევე ჯანსაღი კვების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში ვითვალისწინებდი გამოცდილი მეგობარი კულინარების რჩევებს და რეკომენდაციებს.
დროთა განმავლობაში შევიძინე სათანადო ინვენტარიც, დავხვეწე ცხობის/მომზადების ტექნიკაც და უკვე ჩემი საავტორო რეცეპტებიც გამაჩნია, რომელსაც სიამოვნებით ვუზიარებ კულინარიით დაინტერესებულ პირებს, სოციალური ქსელების მეშვეობით.
მიუხედავად იმისა, რომ თვითნასწავლი და მოყვარული კულინარი ვარ, ჩემთვის ეს საქმიანობა უკვე ჰობიზე მეტია და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. მაბედნიერების როგორც მომზადების პროცესი, ასევე მიღებული შედეგი, რომელიც მეგობრებს და ოჯახის წევრებსაც მოსწონთ.
ეხლა კი გიზიარებთ ერთ-ერთ ყველაზე გემრიელი და ლამაზი კერძის რეცეპტს, რომელსაც ისპანახის გორგალი შევარქვი. იმედია მოგეწონებათ და ხშირად მოამზადებთ ხოლმე
შეფის რეცეპტები
სულ 0 რეცეპტი