სტუმარი
ანა კვირიკაშვილი

“ვფიქრობ, ადამიანის სამყარო მისი ცხოვრების წესიდან ყალიბდება და არც მე ვარ გამონაკლისი. ჩემს ყოველდღიურობას ზაფხულს შევადარებდი, წელიწადის ჩემს უსაყვალეს დროს, რადგან ასეთივე ფერადი და მრავალფეროვანია.
მყავს საუკეთესო მეორენახევარი და მაქვს საყვარელი საქმე (არა ერთი). პროფესიით ტელე-რადიო ჟუნალისტი, პიარისა და მაკეტინგის სპეციალისტი ვარ. სულ ვამბობ, რომ ძალიან ზუსტად შევარჩიე პროფესია და გამიმართლა, რომ წარმატებით ვმოღვაწეობ ამ სფეროში.
ამ ეტაპზე რამდენიმე კომპანიასთან ვმუშაობ და კიდევ უამრავი გეგმა მაქვს წინ. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია კულინარია, ამიტომაც ვთვლი ჩემი სამყარო კულინარიის გარეშე არ იარსებებდა.
კულინარია ჩემს ჰობად ღრმა ბავშვობიდან ჩამოყალიბდა, ჯერ კიდევ 7-8 წლის ასაკში ვეხმარებოდი ბებოს კერძების მზადებაში, რაც მუდამ სიამოვნებას მანიჭებდა.
მიუხედავად ჩემი აქტიური სამსახურებრივი საქმიანობისა, სულ ვპოულობდი დროს კულინარიისთვის, რამაც საბოლოოდ ჩემი კულინარიული ბლოგის შექმნამდე მიმიყვანა ჩემნაირ, ახალბედა კულინარებს ვურჩევ არასდროს შეწყვიტონ ძიება კულინარიული სიახლეებისა.
რაც შეიძლება მეტი ახალი და საინტერესო კერძი შექმნან საკუთარი ინტერპრეტაციით, არ შეეშინდეთ ექსპეიმენტების, რადგან ვფიქრობ კულინარია ხელოვნებაა, რომელსაც ჩვენი ფანტაზიით ვასაზრდოებთ.” - ანა კვირიკაშვილი
შეფის რეცეპტები
სულ 0 რეცეპტი