შეფ-მზარეული
ალექსანდრე უგრეხელიძე



საყვარელი პროდუქტი
ბორჯომის მინერალური წყალი
“კულინარია ჩემთვის ერთადერთი სასაუბრო ენაა, რომელსაც ეროვნება არ გააჩნია. კულინარია ჩემთვის ხელოვნებაა, სადაც შემიძლია ვიყო ვინც მინდა და როგორიც მინდა. მე ვარ ალექსანდრე უგრეხელიძე, მაქვს ჩემი ხელწერა და ვთვლი, რომ ყველაფერს უნდა შევხედო არასტანდარტულად ისე, რომ არსებული ჰარმონია და წესრიგი არ დავარღვიო.
ბავშვობიდან არ მიოცნებია მზარეულობაზე, ეს უფრო თავისით საიდანღაც მოვიდა როგორც მუზა და დღეს ვთვლი, რომ ყველაზე სწორი ნაბიჯი, რაც კი გადამიდგამს არის ის, რომ მე დღეს მზარეული ვარ და ვაგრძელებ ზრდას, სწავლას და განვითარებას… ჩემი ინსპირაციის წყარო ჩემი ყოველდღიურობაა და ჩემი ყოველდღიური დაუღალავი განვითარების სურვილია, ჩემთვის არ არსებობს ჩარჩოები და არც ამ ჩარჩოებში გამოკეტილი კონსერვატიული ცნობიერება.
ჩემი არასტანდარტული მიდგომა და განსხვავებული ჩემეული ხედვა მეხმარება იმაში, რომ შევქმნა კონცეფცია, რომელიც მე მომიტანს შედეგს და ეს შედეგი აუცილებლად იქნება წარმატებული. მჯერა მომავლის და მჯერა იმის, რომ უშედეგო ბრძოლა არ არსებობს…”
შეფის რეცეპტები
სულ 0 რეცეპტი