• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

დაუბრუნდით რეცეპტს

შეფ-მზარეული

ალექსანდრ ტაჰიროვი

ალექსანდრ  ტაჰიროვი
uploads/6ac1099b0d2ef2dc901a5cda230d4cbd.jpg
ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

საყვარელი პროდუქტი

ბორჯომის მინერალური წყალი

“ჩემს ისტორიას ბავშვობიდან დავიწყებ. გავიზარდე ხელმომჭირნე ოჯახში. მუშაობა ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე, თითქმის 7 წლიდან უკვე ჩემი საკუთარი შემოსავალი მქონდა.

შემოსავლის უმეტესი ნაწილით ოჯახს ვეხმარებოდი და პროდუქტებს ვყიდულობდი. ძალიან მიყვარდა გემრიელად ჭამა, დედაჩემი და ბებიაჩემი უგემრიელეს საჭმელებს ამზადებდნენ. სწორედ ამ ადამიანებმა შემაყვარეს კულინარია. ალბათ 13 წლის ასაკში ვუთხარი დედას პირველად, რომ მინდოდა შეფ-მზარეულობა.

აქ დაიწყო ჩემი ოცნება კულინარიაზე. 20 წლის ასაკში პირველად მოვხვდი დიდ სამზარეულოში და მას შემდეგ 6 წელი ვიმუშავე სხვადასხვა წამყვან რესტორნებში. დაწყებული ფრანგული სამზარეულოთი, დამთავრებული ლათინო-ამერიკულით, თითქმის მთელი მსოფლიოს კულინარია გავიცანი.

აქ, საქართველოში 1 წელზე მეტია ჩამოვედი და რამდენიმე პროექტზე ვმუშაობ, ბრენდი ამბასადორის ქვეშ. ატ კიტჩენიც ამბასადორის ახალი გასტრო პროექტია, სადაც 1 დღეში შეგიძლიათ იმოგზაუროთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მთავარი საიდუმლო ხარისხიანი პროდუქტია და სიყვარული ჩემი საქმისადმი. მუდმივად ვცდილობ ადამინების სასიამოვნოდ გაოცებას და ეს არის ჩემი მოტივაცია.

ვაკვირდები მათ რეაქციას და ამით დიდ სტიმულს ვიღებ. ყველაზე გემრიელი კერძი აღვიძებს ემოციებს, ეს არის ჩემი ინსპირაციაც.” - შეფი ალექსანდრ ტაჰიროვი

შეფის რეცეპტები

სულ 0 რეცეპტი

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone