• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

შეფ-მზარეული

ალექსანდრე თვალავაძე

ალექსანდრე თვალავაძე
uploads/ალექსანდრე-თვალავაძე-1-62dd0819.jpg
ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

საყვარელი პროდუქტი

ბორჯომის მინერალური წყალი

“კულინარია არ არის ჩემი პირველადი პროფესია. ჩემი კარიერა სამზარეულოში საკმაოდ გვიან დაიწყო, აქამდე მოსვლაში დამეხმარა ინტუიცია, გაცნობა, საკუთარი უნარების ნდობა და ცხადია, გურმანობა.

გემრიელად ჭამა ყოველთვის მიყვარდა, ისევე როგორც სამზარეულოში ყოფნა, ამიტომაც, ჩემთვის კერძების დამზადება ადრეული ასაკიდან დავიწყე. 
გემოსთან ერთად, კერძის ვიზუალურ მხარეს შეიძლება განესაზღვრა გავსინჯავდი  თუ არა კერძს საერთოდ.  

კულინარიის კურსებზე სწავლისას უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ის იყო, რისი კეთებაც მინდოდა მომავალში.
შემდეგ იყო ბევრი პრაქტიკა, გამოცდილ შეფებთან მუშაობა, სხვადასხვა სამზარეულოში გატარებული მრავალი საათი…

ვფიქრობ ქართული სამზარეულო ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ქვეყნის კულტურის. საინტერესო პერიოდია ამ მხრივ საქართველოში ახლა. კულინარიული ძიებები, მცდელობები ახლის შექმნის, სხვა ქვეყნის კულტურებიდან შემოსული ცოდნის გამოყენება, თანამედროვე კერძების შექმნა - უამრავი გამოწვევაა.
ტრადიციული კერძებისგან უფრო ჯანსაღი ვერსიების შექმნასთან ერთად, ვთვლი, რომ ავთენტური ვერსიების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

სამზარეულო ჩემთვის შემოქმედებითობის ადგილია. 
სხვებისთვის სიამოვნების მინიჭებაც ძალიან მახარებს.” - ალექსანდრე თვალავაძე, მზარეული.

შეფის რეცეპტები

სულ 0 რეცეპტი

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone