სმუზი ენერგიული დღისთვის
2 წთ. საკითხავი
სმუზი ენერგიული დღისთვის

შეუცვლელი საუზმე
სმუზი შეუცვლელი საუზმეა ჯანსაღი კვების მიმდევრებისთვის - ის შეიცავს ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის ყველა საჭირო ვიტამინს, მარტივი მოსამზადებელია, ინგრედიენტების შეცვლა შენი გემოვნების და საჭიროების მიხედვითაა შესაძლებელი.
რა უპირატესობა გააჩნია სმუზის ახლადგაწურულ წვენებთან შედარებით? - ხილის და ბოსტნეულის დაბლენდერებისას შენს ჭიქაში მოხვდება ყველა სასარგებლო ნივთიერება - ვიტამინები, მიკროელემენტები, უჯრედისი; სმუზის მასა უფრო შესქელებულია, ვიდრე წვენის და მარტივად დაგანაყრებს;
შიმშლის გრძნობა დიდხანს არ შეგაწუხებს; ხილის და ბოსტნეულის მიღება თხევად მდგომარეობაში, ორგანიზმისთვის მარტივი მოსანელებელია; სმუზი გეხმარება წონაში კლებისას.
მინერალური წყლის ბაზაზე მომზადებული სმუზი კი სხეულის დეტოქსისთვის საუკეთესო საშუალებაა, “ბორჯომის” უნიკალური მინერალების წყალობით ვაჯანსაღებთ ორგანიზმს და ვაძლიერებთ იმუნიტეტს.

იმისთვის, რომ დღე ენერგიულად დაიწყო მოიმარაგე:
დაგჭირდება;
- 150 მლ “ბორჯომი”
- 120 გ მსხალი
- 100 გ ვაშლი
- 50 გ კიტრი
- 300 მლ ფორთოხლის ახლადგაწურული წვენი
ყველა ინგრედიენტი დააბლენდერე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დალიე მომზადებისთანავე ან 15 წუთის განმავლობაში. აივსე B ჯგუფის ვიტამინებით და იყავი ჯანმრთელი.