როგორ გავხადოთ ახლოაღმოსავლური დიპები უფრო მსუბუქი და არომატული მინერალური წყლის მეშვეობით

1 წთ. საკითხავი

როგორ გავხადოთ ახლოაღმოსავლური დიპები უფრო მსუბუქი და არომატული მინერალური წყლის მეშვეობით

1 წთ. საკითხავი

როგორ გავხადოთ ახლოაღმოსავლური დიპები უფრო მსუბუქი და არომატული მინერალური წყლის მეშვეობით

ახლოაღმოსავლურ სამზარეულოსთან მუშაობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავთენტურობის შენარჩუნება — გემოს ისეთი განსაკუთრებული სიღრმე, რომელიც მარტივი, მაგრამ გაჯერებული ინგრედიენტებისგან იბადება: ტაჰინი, ნუტი, იოგურტი, ზეითუნის ზეთი, ნიორი და სანელებლები.

თუმცა, ამ კერძების თანამედროვე მირთმევისას, ხშირად მსურს, რომ ამ კერძებს მეტი სიმსუბუქე და ტექსტურის დახვეწილობა შევმატო, —განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია  «მინიმიზზე» — ერთად მირთმეული დიპების ტრიო: ჰუმუსი, ბაბა განუში და ლაბნე. 

ამ ეფექტის მისაღწევად დიპების გასაზავებლად მე ვიყენებ ბორჯომს — ბუნებრივად ტუტე და ოდნავ გაზიან მინერალურ წყალს. ეს არ არის მხოლოდ წყლის ანაცვლება — ეს არის ტექნოლოგიური ხრიკი, რომელიც ტექსტურასა და გემოსთან გაცილებით ზუსტად  მუშაობის  საშუალებას იძლევა. 

uploads/shutterstock-2639316159-large-75f9adfe.jpeg
uploads/shutterstock-1693074757-large-cdba6fc3.jpeg
uploads/shutterstock-1693074766-large-435ccca8.jpeg
uploads/shutterstock-1980431921-large-34c6ad8a.jpeg

პირველ რიგში, ბორჯომი ხელს უწყობს უფრო რბილი, ემულგირებული ტექსტურის მიღწევას. მაგალითად, ჰუმუსში ეს განსაკუთრებით შესამჩნევია: ნუტის პასტა ხდება არა მკვრივი და მძიმე, არამედ აბრეშუმისებრი, სასიამოვნო «ელასტიურობით», როგორიცაა კრემი. ბაბა განუშში ბორჯომი გამოხატავს გამომცხვარი ბადრიჯნის შებოლილ არომატს და არბილებს ლიმონის მჟავიანობას. ლაბნეში კი, თუტე წყალი აბალანსებს იოგურტის მჟავიანობას და დიპს უფრო ჰაეროვანს ხდის. 



მეორე,წყლის მინერალური შემადგელობა  გავლენას ახდენს სანელებლების გახსნაზე. ისეთი ნოტები, როგორიცაა ძირა, ქინძი, უცხო-სუნელი ან ახალი პიტნა, უფრო მკვეთრი და ამავდროულად უფრო ნაზი ხდება.

ეს განსაკუთრებით ღირებულია, როდესაც დიპებს პინასთან ან ბოსტნეულთან ერთად მიირთმევთ — გემო არ «ფარავს» საუზმეულს, არამედ ავსებს მას.

ასეთი მიდგომა შესაფერისია შერინგისთვის და გასტრონომიული პრეზენტაციისთვის: როდესაც გსურთ შეინარჩუნოთ ტრადიციული გემო, მაგრამ გახადოთ ის უფრო მსუბუქი, თანამედროვე და უფრო «ამოსაცნობი» სხვა კერძებთან კომბინაციაში. ამ შემთხვევაში, ბორჯომი არა მხოლოდ სითხედ, არამედ დახვეწილ, ჭკვიან და ზუსტ კულინარიულ ინსტრუმენტად იქცევა. 


ავტორი:

ბახტიორ აბდუხაკიმოვ

კომენტარები