როგორ გავახაროთ ჯეჯილი უმოკლეს დროში
1 წთ. საკითხავი
როგორ გავახაროთ ჯეჯილი უმოკლეს დროში

რთული წარმოსადგენია სააღდგომო სუფრა პასკის, კვასკვასა წითელი კვერცხებისა და რათქმაუნდა, მობიბინე ჯეჯილის გარეშე.
ბზობის კვირას, უძველესი ქრისტიანული ჩვეულების მიხედვით, მორწმუნეები ხორბალს თესენ, რომელიც ღვივდება და ჯეჯილად გადაიქცევა. ეს კი ქრისტეს აღდგომით მონიჭებული ახალი სიცოცხლის სიმბოლოა.
ახალბედა დიასახლისებს გთავაზობთ ძალიან მარტივ მეთოდს ჯეჯილის უმოკლეს დროში გახარებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ თადარიგის დაჭერა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე მოგიწევთ.
- საფეხური 1
პირველ რიგში, 500 გრ ხორბალი ხარისხიანად გავასუფთავოთ, ჩავყაროთ ჯამში,დავასხათ ნელთბილი წყალი და დავტოვოთ მთელი ღამით.
- საფეხური 2
შემდეგ დილას გადავღვაროთ წყალი, ხელახლა გავრეცხოთ ხორბლის მარცვლები და ამჯერად მინის ქილაში მოვათავსოთ. ქილა დავდგათ თბილ ადგილას და 24 საათის მანძილზე გავაჩეროთ.
- საფეხური 3
მომდევნო დღეს ერთხელაც გადავავლოთ წყალი და მიმოვაბნიოთ ლანგარზე ისე,რომ დაახლოებით 1,5 სმ სისქის ფენა მივიღოთ. ხელსაყრელია ლანგარი გამათბობელთან დავდგათ ან ფანჯრის რაფაზე, სადაც მზის სხივები იოლად მიწვდება, რადგან სითბო ზრდის პროცესს დააჩქარებს. ამის შემდეგ ხორბლის მორწყვა საჭირო არ არის, დღეში ერთხელ სანამავი პულივიზატორით წყლის მისხურებაც საკმარისია.
რადგან ჯეჯილის გახარების სათადარიგო მეთოდებიც არსებობს, შეგვიძლია ხორბლის ქილაში ჩაყრის ნაცვლად ლანგარზე თხლად გავაფინოთ დანამული ბამბა, მოვფანტოთ მარცვლები და ყოველდღე მოვასხუროთ წყალი, რათა არ გამოშრეს.
თუ ამ წესით იხელმძღვანელებთ ერთ კვირაში სასურველ შედეგს მიაღწევთ, თქვენი ჯეჯილი ამწვანდება და დაამშვენებს სააღდგომო სუფრას.