გზავნილი გერმანიიდან - შემწვარი ქაშაყი შემწვარი კარტოფილით
0 წთ. საკითხავი
გზავნილი გერმანიიდან - შემწვარი ქაშაყი შემწვარი კარტოფილით

მარილის ავტორი - მარიამ მესხიშვილი
გასტრო გიდი გერმანიაში გამოგზაურებთ და მარიამს გაგაცნობთ, ფერადი, ჯანსაღი და თამამი ბლოგის “მარილი/marili”-ს ავტორს.
მარიამ მესხიშვილი 4 წელია ფრანკფურტში ცხოვრობს, სწავლობს ბიზნესის ადმინისტრირებას, უყვარს ხელოვნება, მოდა, მუსიკა, მხატვრობა და რა თქმა უნდა, კულინარია.
რატომ კულინარია? როგორ გაჩნდა ბლოგის იდეა?
ამ პანდემიის პერიოდში ხშირად მიწევდა სახლში ყოფნა და რადგან დიდი მიდრეკილება მაქვს რამე რომ შევქმნა, გადავწყვიტე რატომღაც ფუდ-ბლოგის გაკეთება ჩემს დასთან ქეთისთან და პატრიკთან ერთად, რომლებიც თავიდან ფაქტობრივად ხათრით დამთანხმდნენ.
სამივე გურმანები ვართ და თან ძალიან გვიყვარს კულინარია, ასევე ექსპერიმენტები. ესთეტიკას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და თანამშრომლობაც ადვილად გამოგვდის.
რაც შეეხება ბლოგის სახელწოდებას, 6 - 7-ის რომ ვიყავი, სამზარეულოში ფუსფუსი მიყვარდა ძალიან. მამას მოსწონდა ჩემი გაკეთებული საჭმელი, უბრალოდ სულ ზედმეტი მარილით იყო უკმაყოფილო. ამიტომ გადაწყვიტა, რომ რადგან მე მარის მეძახდა, მეორე ნახევარი უნდა მეპოვა ვინმე ლი და ერთად ვიქნებოდით მარილი. გონებაში დამრჩა, რომ რამისთვის აუცილებლად უნდა დამერქმია მარილი. ასე დაერქვა მარილს მარილი.
რა არის შენი კულინარიული შთაგონების წყარო?
ჩემი შთაგონების წყარო ყოველთვის ფერებია, მიყვარს ფერებით თამაში და ეს ყველაფერი როცა გემოების თამაშად გადაიქცევა, სამზარეულოდან გამოსვლა მიჭირს. შთაგონება ძირითადად ღამე ან დილას გაღვიძებისას მაქვს ხოლმე.
ყველაზე მეტად მცენარეული კვება მიზიდავს, ასევე გატაცებული ვარ ვეჯი-ბურგერების შექმნითაც. აღმოვაჩინე, რომ თუ მხოლოდ მცენარეული პროდუქტების გამოყენების საშუალება მაქვს, ფანტაზია და შემოქმედებითობა ჩემში იმატებს. ამასთან, კერძები არაჩვეულებრივად ლამაზი და ფერადია.
გერმანიის რომელ მხარეში ცხოვრობ და რა კერძებია დამახასიათებელი ამ რეგიონისთვის?
ფრანკფურტი ჰესენის რეგიონს ეკუთვნის და განთქმულია თავისი ფრანკფურტული მწვანე სოუსით, რომელიც ძალიან გემრიელია და ჩვეულებრივ მიირთმევენ მოხარშულ კარტოფილთან და მოხარშულ კვერცხთან ერთად. ამ რეგიონისთვის, ისევე როგორც გერმანული სამზარეულოსთვის, ტიპურია კარტოფილი ყველანაირი ფორმით, ასევე ძეხვეული, ხორცეული, თევზეული.
კერძი, რომელიც შევარჩიეთ ძალიან გერმანულია და ვფიქრობთ, ქართული სამზარეულოსგანაც არ არის ძალიან შორს. მხოლოდ, ოდნავ განსხვავებულად მზადდება თევზი, რამაც, ჩვენი გათვლით, მკითხველი უნდა მოხიბლოს. ეს კერძი პირველად დაახლოებით 9 -10 წლის წინ გავსინჯე და ფაქტობრივად ეს იყო ჩემი პირველი კონტაქტი გერმანულ სამზარეულოსთან, რაც, როგორც ხედავთ, საკმაოდ მეგობრულად განვითარდა.

შემწვარი ქაშაყი შემწვარი კარტოფილით
ინგრედიენტები :
|
1. 4 თავი ხახვი გავფცქვნათ და დავჭრათ მრგვლად. |
ავტორი:
ნინო მეგრელიძე