ჩია

1 წთ. საკითხავი

ჩია

1 წთ. საკითხავი

ჩია

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩიას საკმაოდ ხშირად მოიხმარენ წონაში დაკლების მიზნით. გვსურს გავამახვილოთ თქვენი ყურადღება პროდუქტის კალორიულობაზე. ჩიას თესლის 100 გრამი შეიცავს დაახლოებით 480 კალორიას, რაც საკმაოდ ბევრია. კალორიების ცხრილი დაახლოებით ასე გამოიყურება:
ცილები - 16.54 გრ. (66 კკალ); ცხიმები - 30,74 გრ (277 კკალ); ნახშირწყლები - 42,12 გრ. (168 კკალ).

პროდუქტი შეიცავს K, C, PP, B2, B1 და A ვიტამინებს. აგრეთვე თუთიას, სელენს, სპილენძს, მანგანუმს, რკინას, ფოსფორს, ნატრიუმს, მაგნიუმს, კალციუმსა და კალიუმს. 

ჩია საკმაოდ სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი და გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის. პროდუქტი ამაგრებს ძვლებს და კბილებს. აგრეთვე, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში.

არ არის რეკომენდირებული ორსულთათვის მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ არ არის შესწავლილი პროდუქტის ზოგადი ეფექტი ორსულობის დროს მოხმარებისას.  

შეგიძლიათ მოამზადოდ ჩიას უგემრიელესი პუდინგი ჩვენი შეფის, ნუცა ბაიაძის, რეცეპტით.


კომენტარები