ბრინჯის სწორად მომზადების წესი

2 წთ. საკითხავი

ბრინჯის სწორად მომზადების წესი

2 წთ. საკითხავი

ბრინჯის სწორად მომზადების წესი

იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე უამრავი სახეობის ბრინჯი არსებობს, შევეცადე გამეფილტრა და ყველაზე ხელმისაწვდომი ბრინჯის სახეობები ამერჩია.


მომზადების ტექნოლოგია :

იმისთვის, რომ ბრინჯს მოვაშოროთ ყველა არასასურველი და არაჯანსაღი ნივთიერება, უნდა გავრეცხოთ 7-8-ჯერ, ხოლო გარეცხვამდე 1 ღამით დავტოვოთ ცივ წყალში.

წყლისა და ბრინჯის პროპორციები უნდა იყოს 1-5-ზე (ანუ 1 პორცია ბრინჯი, 5 პორცია წყალი)

მომზადების დღეს, ბრინჯს 7-8-ჯერ გაავლებთ გამდინარე წყალში და ჭურჭელში მოთავსების შემდეგ დაამატებთ წყალს შემდეგი მოცემულობით:

• თეთრი გრძელი ბრინჯი - 1 ჭიქა ბრინჯზე 2 ჭიქა წყალი

• თეთრი მოკლე ბრინჯი - 1 ჭიქა ბრინჯზე 1-1/4 ჭიქა წყალი

• ყავისფერი ბრინჯი - 1 ჭიქა ბრინჯზე - 1-3/4 ჭიქა წყალი

 

ბრინჯს ხარშავთ დაბალ ცეცხლზე, თავდახურულ მდგომარეობაში 10-12 წუთით. მხოლოდ დროის გასვლის შემდეგ მოხდით თავს და ბრინჯიც მზადაა! არ სჭირდება ხარშვის პროცესში მორევა.

P.S ნიგირის, როლების მომზადების შემთხვევაში ტექნოლოგია განსხვავებულია, თუმცა მოხარშვის შემდგომ 18-20 წუთის განმავლობაში უნდა გააშროთ.

 

ჩვენი მოწვეული შეფის #საბასრჩევები


ავტორი:

საბა იჩქიტიძე

Comments