ამერიკული ორცხობილები

1 წთ. საკითხავი

ამერიკული ორცხობილები

1 წთ. საკითხავი

ამერიკული ორცხობილები

ალბათ ყველას გიყვართ ქუქისი - ამერიკული ორცხობილები ხრაშუნა კიდეებით და ნოტიო გულით. დაიცავით მომზადების პრინციპი და გამოაცხვეთ უამრავი სხვადასხვა სახეობის ორცხობილა. ცომში შეგიძლიათ დაამატოთ 1 ს.კ შოკოლადის ან თხილის პასტა, თეთრი ან შავი შოკოლადის ნატეხები, სხვადასხვა თხილეული, ჩირები და ა.შ.

დაგჭირდებათ:

100 გრ კარაქი
120 შაქარი*
1 კვერცხი
175 გრ ფქვილი**
½ ჩ.კ სოდა
½ ჩ.კ გამაფხვიერებელი
მწიკვი მარილი
50 გრ შოკოლადის მარცვალი


1 საათით ადრე კარაქი და კვერცხი გამოიღეთ მაცივრიდან.
ათქვიფეთ კარაქი და შაქარი ჰაეროვანი მასის მიღებამდე.
დაუმატეთ კვერცხი, კარგად გადათქვიფეთ.
ფქვილში აურიეთ სოდა, გამაფხვიერებელი და მარილი. ჩაყარეთ კარაქის მასაში და კარგად მოურიეთ ხის კოვზით, სანამ ფქვილი სრულად არ გაიხსნება. სულ ბოლოს დაუმატეთ შოკოლადი - მარცვლები ან დაჭრილი ფილა.

ცომი შეფუთეთ გრინში და შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 1 საათით.

გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
ფირფიტაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, აიღეთ 1 სუფრის კოვზის ოდენობის ცომი, მოამრგვალეთ და დაალაგეთ ფირფიტაზე, დააშორეთ ერთმანეთს, რადგან ცხობისას ძალიან გაიზრდებიან. სულ ორ ფირფიტაზე გადაანაწილეთ ცომის ბურთები.
აცხვეთ 10-12 წუთი.

* შაქარი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თეთრი ასევე ყავისფერი, ან შეურიოთ 50/50-ზე.
**უმაღლესი ხარისხის ფქვილი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სრულმარცვლოვანით, ასე ორცხობილები უფრო სასარგებლო გამოვა.


ავტორი:

ნინო მეგრელიძე

Comments