ადაპტოგენები

2 წთ. საკითხავი

ადაპტოგენები

2 წთ. საკითხავი

ადაპტოგენები

ყველაფერი მცენარეული ადაპტოგენების შესახებ

ეს ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები გვხვდება მცენარეების, ფესვების და სოკოების სახით.
Როგორ გამოვიყენოთ - მათი მიღება ყოვედღიურად საკვები დანამატების სახითაა შესაძლებელი სასმელებში, წვნიანებში, წვენებში და ა.შ. 

ადაპტოგენები შეგხვდებათ ექსტრაქტების, ფხვნილების, ტაბლეტების სახით. მათი ეფექტურობა იზრდება ყოველდღიური მოხმარებისას, თუმცა როგორც ყველა საკვები დანამატის მიღების შემთხვევაში, სასურველია სპეციალისტთან კონსულტაცია.
გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს:

აშვაგანდა ძლიერი ანტიოქსიდანტია, გამოიყენება იმუნიტეტის ასამაღლებლად, ამსუბუქებს დეპრესიას, სტრესს. ეფექტურად ებრძვის გაციებას და ხველას. დღიური დოზაა ½ -1 ჩაის კოვზი.

კორდიცეპსი - რესპირატორული სისტემის დამხმარე, იმუნიტეტის ასამაღლებლად და დაღლილობისთან საბრძოლველად გამოიყენება. დოზა ¾ - 2 ჩ.კ.
მაკას ფესვი ებრძვის ქრონიკულ დაღლილობას, მიიღება ენერგიის მოსამატებლად. Დღიური დოზაა ⅓ - 1 ჩ.კ.

Კარტოფილის და პრასის წვნიანი, იმუნიტეტის ასამაღლებლად.

 

  • ს.კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ხახვი
  • 2 პრასი
  • 1 კბილი ნიორი
  • 2 კარტოფილი
  • 4 ჭიქა ბოსტნეულის ბულიონი
    ან წყალი
  • ½ ჩ.კ აშვაგანდას ფხვნილი
  • მწიკვი მარილი
  • მწიკვი პილპილი


ქვაბში გააცხელეთ ზეთი, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, პრასი, ნიორი და კარტოფილი. დატოვეთ საშუალო ცეცხლზე რამდენიმე წუთით.

დაუმატეთ ბულიონი და ხარშეთ 20-30 წუთი კარტოფილის მზადყოფნამდე. დააბლენდერეთ აშვაგანდას ფხვნილთან ერთად. წვნიანის სისქე დააბალანსეთ ადუღებული წყლით. 

სტრესი და ადაპტოგენი

დღეს ასე პოპულარული მცენარეული ადაპტოგენები ტრადიციული ჩინური მედიცინიდან იღებს სათავეს და საუკუნეებს ითვლის.

თანამედროვე ადამიანის ცხოვრება რთულია, ყოველდღიურობა სტრესთან, ემოციურ არასტაბილურობასთანაა დაკავშირებული, რაც დამანგრევლად მოქმედებს ორგანიზმზე, აზიანებს იმუნურ, ნერვულ და მომნელებელ სისტემას.

სტრესის მართვის სხვადასხვა მეთოდებიდან ერთ-ერთია ადაპტოგენების ჩართვა ყოველდღიურ რაციონში.

Როგორ მუშაობს ადაპტოგენი - ის არ ამცირებს სტრესს, არამედ ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ფიზიკური, ემოციური და მენტალური სტრესისადმი. ასევე გამოიყენება ენერგიის მოსამატებლად, იმუნიტეტის ასამაღლებლად, დეპრესიის და შფოთის შესამსუბუქებლად.

ავტორი:

ნინო მეგრელიძე