• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ხაჭაპური ისპანახით

ხაჭაპური ისპანახით

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

სტარტერი

ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი
ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი

მაიკო ნავროზაშვილი

რეცეპტის ავტორი

მაიკო ნავროზაშვილი

ხაჭაპური ისპანახით

ინგრედიენტები

კარაქი

10 გრამი

ხახვი

2 ცალი

ერბო

200 გრამი

მწვანე ხახვი

30 გრამი

ქინძი

30 გრამი

კამა

30 გრამი

იმერული ყველი (მარილიანი)

800 გრამი

ისპანახი

1 კილოგრამი

ზეთი

50 მილილიტრი

შაქარი

20 გრამი

მარილი

3 გრამი

საფუარი

20 გრამი

ფქვილი

1500 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

ტრადიციული, მაგრამ ცოტა მივიწყებული ქართული კერძი. 

თასში გავცრათ 1კგ ფქვილი, ცალკე პატარა ჭურჭელში საფუარი და შაქარი ერთმანეთს შევურიოთ, დავასხათ თბილი წყალი და ვაცადოთ აფუება.

საფეხური

droplet

2

chef

ფქვილს შევურიოთ მარილი, დავუმატოთ აფუებული საფუარი და თბილი წყლით მოვზილოთ ცომი.

რთულია წყლისა და ფქვილის ზუსტი პროპორციის მითითება, ვინაიდან ფქვილზე და ცომის მოზელვის ტექნიკაზე ბევრი რამაა დამოკიდებული, ამიტომ ენდეთ საკუთარ თვალს, ნელნელა და ფრთხილად ამატეთ წყალი.

ცომი უნდა იყოს ფაფუკი, ხელებიდან ადვილად უნდა გვეცლებოდეს (ეს მზაობის ნიშანია), ბოლოს გადავზილოთ ზეთით, დავდოთ თბილ ადგილას, გადავაფაროთ სუფთა ნაჭერი ან საკვები "ცელოფანი" და დაველოდოთ აფუებას.

საფეხური

droplet

3

chef

დავფშვათ ან გავხეხოთ ყველი. ცალკე ტაფაზე, ერბოში  ქონში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი 2 ცალი ხახვი, დავუმატოთ გულსართს და კარგად ავურიოთ ერთმანეთში.

საფეხური

droplet

4

chef

ცომი რომ ამოფუვდება, დავყოთ თანაბარ ნაწილებად, მე გავყავი სამად, შესაბამისად იმავე რაოდენობით ვყოფთ გულსართს.

გულსართი, რა თქმა უნდა, ცომზე ნაკლები მოცულობის უნდა იყოს.

საფეხური

droplet

5

chef

ფქვილიან ზედაპირზე გავაბრტყელოთ ცომი, დაახლოებით 0.7 სმ სისქეზე, ჩავდოთ გულსართი და თავი მოვუკრათ ისე, რომ სრულიად დაიფაროს ცომით.

შემდეგ ეს გუნდა გავათანაბროთ ისე, რომ შევინარჩუნოთ მრგვალი ფორმა, გადავიტანოთ წინასწარ გახურებულ საცხობ ფორმაზე და იქ მივცეთ საბოლოო სახე.

შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში 220გრადუსზე 10 ან 15 წუთით (დამოკიდებულია ღუმელზე).

სერვირება

droplet

6

chef

გამომცხვარ ხაჭაპურს კარაქი მოუსვით და სუფრასთან მიიტანეთ ცხელ მდგომარეობაში.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone