• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

რაჭული ლობიოს წვნიანი

როგორც უმეტესობა რაჭული ლობიოს კერძი, რაჭული ლობიოს წვნიანიც მყარად დგას რაჭული ლორის მხრებზე. რაჭული ლორი ქართული ლორების სიამაყეა, ჩვენი ხამონი, ჩვენი პროშუტო, ჩვენი დამარილებული ხორცის არომატი. მიკვირს, რატომ არ იყიდება მაღაზიებში. ამ კონკრეტული ლორის წარმომავლობა სოფელი სადმელიდანაა. იქვე ჩნდება კითხვა, რატომ ეს რეცეპტი, რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული? ის, რომ ამბროლაურის ცენტრში მყოფ სასადილოში ვჭამე და ადგილზევე მივხვდი, რომ ამ კერძის რეცეპტის გარეშე ცხოვრება ბევრად უინტერესო იქნებოდა, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს რეცეპტი მზარეულს ორ საათიანი წვალების შედეგად გამოვძალე  და ახლა  მინდა, რომ გააკეთოთ და თქვენით იგემოთ ეს ამბროლაურული საოცრება.

რაჭული ლობიოს წვნიანი

მომზადების დრო

0-30 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

0-250 კალორია

საჭმლის ტიპი

სტარტერი

ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

უხდება

ბორჯომის მინერალური წყალი

ლუკა ნაჭყებია

რეცეპტის ავტორი

ლუკა ნაჭყებია

რაჭული ლობიოს წვნიანი

ინგრედიენტები

ულუფა :

1

ქონდარი - ნედლი ან მშრალი

1 მწიკვი

რეჰანი - ნედლი ან მშრალი

1 მწიკვი

დაფნა

1 ცალი

მწვანე წიწაკა

8 გრამი

ქინძი

1 მწიკვი

რაჭული ლორი

30 გრამი

ლობიო (წინასწარ მოხარშული)

70 გრამი

ნიორი

2 კბილი

საფეხური

droplet

1

chef

ლორის ქონიანი ნაჭრები ჩავყაროთ სქელ ძირიან ქვაბში, მოვბრაწოთ სანამ ქონი არ გალღვება.

საფეხური

droplet

2

chef
შემდეგ ქონში ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და ქინძის ღეროები, ფოთლები შევინახოთ. დაველოდოთ ხახვის გაუფერულებას, მაგრამ აუცილებელია ტემპერატურის კონტროლი, რათა ნიორი არ დაიწვას.

საფეხური

droplet

3

chef
შემდეგ ჩავამატოთ ლობიო და მსუბუქად ჩავსრისოთ, ისე რომ ნაწილი დაისრისოს, ნაწილი მთლიანი დარჩეს.

საფეხური

droplet

4

chef
შემდეგ ვამატებთ წვრილად დაჭრილ მწვანე წიწაკას, დაფნის მთლიან ფოთოლს, დაკეპილ რეჰანს და ქონდარს. კარგად ამოვურევთ და დავუმატებთ მდუღარე წყალს. ვადუღოთ 10 წუთი.

სერვირება

droplet

5

chef
მივირთვათ შოთის პურთან ერთად. სიმსუბუქისთვის, გირჩევთ დავაყოლოთ ბორჯომი!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone