• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ფარავნის კალმახის წვნიანი

არის კულინარიასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი, რაც ძალიან მაკვირვებს.  ერთ-ერთი ასეთი თემაა თევზის როლი ქართულ სამზარეულოში. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს შავი ზღვა, გვაქვს უამრავი ტბა და მდინარე, სადაც არსებობს განსხვავებული ტიპის ცოცხალი ორგანიზმები, ჩვენ კი, რატომღაც, 4-5 თევზის გარდა, აქტიურად არცერთს ვიყენებთ.რეალურად, ამ თევზეულის რეცეპტებიც ძალიან მწირია. არადა, საქართველოს წყლებში დიდი პოტენციალია, ამიტომ, ამ რეცეპტით დავიწყებთ საქართველოში არსებული თევზების გამოყენებას, და იმისთვის, რომ დაწყება მარტივი იყოს, პირველი კერძი იქნება კალმახის სუფი, მსუბუქი და არომატული კერძი, რომელიც გაზაფხულისთვის შეგამზადებთ.

ეს კერძი ვისწავლე ფარავნის ტბაზე, მეთევზისგან , ცოტა დავხვეწე და ახლა თქვენ გაგიზიარებთ.

ფარავნის კალმახის წვნიანი

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

0-250 კალორია

საჭმლის ტიპი

სტარტერი

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი
ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

ლუკა ნაჭყებია

რეცეპტის ავტორი

ლუკა ნაჭყებია

ფარავნის კალმახის წვნიანი

ინგრედიენტები

ულუფა :

1

ხახვი თეთრი

60 გრამი

სტაფილო

75 გრამი

დაფნის ფოთოლი

0.5 ცალი

ნიორი

0.5 კბილი

ოხარხუში

25 გრამი

ნიახური

25 გრამი

მწვანე ხახვი

5 გრამი

ისპანახი

20 გრამი

სტაფილო

10 გრამი

თეთრი ხახვი

12.5 გრამი

ლიმონი

10 გრამი

კალმახის ფილე

300 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

პირველ რიგში, ბულიონის ინგრედიენტები გავრეცხოთ, ჩავყაროთ 2 ლიტრიან ქვაბში და წამოვადუღოთ 1 საათის მანძილზე. ეს იმისთვის, რომ არ გამოვიყენოთ არაჯანსაღი პროდუქტი.

საფეხური

droplet

2

chef
დავჭრათ კალმახი წვრილად. ნაჭრები უნდა იყოს ძალიან თხელი, დაახლოებით 5მმ.

საფეხური

droplet

3

chef
პარალელურად გავიმზადოთ ყველაფერი, რაც გვჭირდება. თევზის მასისთვის საჭირო პროდუქტი დავჭრათ ძალიან წვრილად, როცა ვამბობ ძალიან წვრილად, ვგულისხმობ იმდენად წვრილად, რომ ხახვის რკალები თითქმის გამჭვირვალე იყოს, ისპანახი წვრილი ბალახივით ვაქციოთ, იგივე ზომაზე სტაფილო, ლიმონი. მწვანე ხახვი.

საფეხური

droplet

4

chef
წვნიანის ყველა ინგრიდიენტი მოვათავსოთ ღრმა ჭურჭელში, მოვასხათ მდუღარე ბულიონი და 1 წუთში მივირთვათ. ამ კერძის, ასე ვთქვათ, "მუღამი" იმაშია, რომ უმი თევზის ნაჭრები ძალიან მალე იხარშება, რადგან თხლადაა დაჭრილი, მაგრამ იმიტომ, რომ დუღილის და ხარშვის აქტიურ პროცესს არ გაივლის, არ დაიშლება და გემოს არ დაკარგავს. ისპანახიც არ იქნება გადახარშული და ბოსტნეულის წმინდა არომატები შენარჩუნდება.

სერვირება

droplet

5

chef
სერვირებისთვის, შეგიძლით დაუმატოთ ცხარე დაღერღილი წიწაკის ფანტელები, რაც წვნიანს დამატებით არომატს შესძენს.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone