გოზინაყის ტარტი
გოზინაყს მხოლოდ ახალ წელს არ მიირთმევენ. ეს გემრიელობა საახალწლო ტკბილეულს ახალ სიცოცხლეს მისცემს.

მომზადების დრო
60+ წუთი
სირთულე
საშუალო
კალორიები
250-500 კალორია
საჭმლის ტიპი
დესერტი


უხდება
ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი

ინგრედიენტები
ფქვილი
300 გრამი
გამაფხვიერებელი
7 გრამი
შაქრის პუდრი
70 გრამი
ვანილის ჩხირი
1 ცალი
კარაქი
480 გრამი
კვერცხი
4 ცალი
ნუში დაფქული
50 გრამი
მარილი
1.5 გრამი
შაქარი
330 გრამი
გლუკოზა
15 გრამი
ნაღები
100 მილილიტრი
რომი
24 მილილიტრი
ნიგოზი
330 გრამი
ფსტა
80 გრამი
სიმინდის ფანტელები (cornflakes)
80 გრამი
თხილი
200 გრამი
საფეხური

1

ფხვიერი ცომი: ღრმა ჯამში ავურიოთ ნუშის ფქვილი, მარილი, ვანილის თესლი, შაქრის პუდრა, გამაფხვიერებელი და ფქვილი.
დავუმატოთ ნაჭრებად დაჭრილი კარაქი, კვერცხის გული და მოვზილოთ რბილი, ელასტიური ცომი. აუცილებლობის შემთხვევაში დავამატოთ ცოტა ფქვილი. შევახვიოთ საკვებ პარკში და მოვათავსოთ მაცივარში 30 წუთით. ამის შემდეგ ცომი გამოვიღოთ და გავაბრტყელოთ 0,3-0,4 სმ.-ის სისქეზე. ამოვჭრათ საჭირო რაოდენობის 12 სანტიმეტრიანი დიამეტრის რგოლები და ტარტალეტკის 8 სმ-ან ფორმებში ჩავაფინოთ, ზედმეტი ცომი კი მოვაშოროთ. ძირი ჩავჩხვლიტოთ ჩანგლით.
შევინახოთ მაცივარში 30 წუთით. გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსამდე. თითოეულ ტარტალეტკას დავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი და დავამძიმოთ (ლობიოთი,ბარდით ან სპეციალური ბურთულებით).
გამოვაცხოთ 10 წუთი. შემდეგ ქაღალდთან ერთად მოვაშოროთ სიმძიმე და 10 წუთი ისევ გამოვაცხოთ, ოქროსფერის მიღებამდე. მზა ფხვიერი ცომი კარგად გავაციოთ.
საფეხური

2

თხილი კარამელში: თხილი და ნიგოზი დავალაგოთ პერგამენტიან ტაფაზე, შევდგათ ღუმელში და 7-10 წუთი გავაჩეროთ 180 გრადუს ტემპერატურაზე, ან მოვხალოთ მშრალ ტაფაზე. ფსტა არ მოხალოთ, რადგან ფერს დაკარგავს.
ღრმა ქვაბში ავურიოთ შაქარი, წყალი და გლუკოზა. გავაჩეროთ იქამდე სანამ არ მიიღებს კარამელის ფერს. პარალელურად ქვაბში ადუღებამდე მივიყვანოთ ნაღები და რომი, ცალ-ცალკე.
გადმოვიღოთ ცეცხლიდან კარამელი, დავამატოთ დაჭრილი ნაღების კარაქი და ავურიოთ. ფრთხილად ჩავასხათ ნაღები და შემდეგ რომი.
საფეხური

3

ცხელ კარამელში ჩავყაროთ თხილი და ბურბუშელა, მოვურიოთ ხის ნიჩბით და იქვე დავიწყოთ თხილეულის გადმოღება ტარტალეტკებზე და გორასავით დავახვაოთ. 3-4 ტარტალეტკის შემდეგ ამოვურიოთ კარამელიან თხილს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.
სერვირება

4

მიირთვით იმავე დღეს, გულსართის გაცივების შემდეგ.
Comments