მე ვარ ანა დონდუა, რესტორან ფეფერბოის თანადამფუძნებელი და შეფი. აზიური ქვეყნების სამზარეულო და კულტურა ჩემი სიყვარულია. წლების მანძილზე შევისწავლე უამრავი რეცეპტი, მომზადების ტექნიკა და ეთნიკური კულინარიის თავისებურებები. ყოველდღიურად ჩემს გუნდთან ერთად ვცდილობ დავხვეწო, გავაუმჯობესო და შევიტანო თანამედროვე, საინტერესო ელემენტები ფეფერბოის მენიუსა და კერძებში.
მიხარია, როდესაც ვხედავ ბედნიერ სტუმრებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იზიარებენ აზიური კულინარიის სიყვარულს.
200
200
გრ.
მშრალი ბრინჯის ატრია
200
200
გრ.
კრევეტი
100
100
გრ.
კომბოსტო
2
2
ცალი
კვერცხი
60
60
გრ.
ტოფუ
60
60
გრ.
მწვანე ხახვი
60
60
გრ.
მუნგის ლობიოს ღივები
160
160
გრ.
სოუსი
30
30
გრ.
დაღერღილი მოხალული მიწისთხილი
10
10
გრ.
დაღერღილი წითელი წიწაკა
1
1
ცალი
ლაიმი
სოუსის
სოუსის
ინგრედიენტები:
50
50
გრ.
სოიოს სოუსი
50
50
გრ.
შაქარი
50
50
გრ.
ტამარინდის პასტა ან ლაიმის წვენი
10
10
გრ.
გახეხილი ნიორი
10
10
გრ.
სრირაჩა
ჩავალბოთ ბრინჯის ატრია ცივ წყალში 2 საათით.
გავარჩიოთ კრევეტები. დავჭრათ კომბოსტო წვრილ თხელ ჟულიენებად. დავჭრათ მწვანე ხახვი 3-4 სმ ჟულიენებად. დავჭრათ ტოფუ 3-4 სმ ბატონებად
მოვამზადოთ სოუსი: შევურიოთ ყველა ინგრედიენტი და წამოვადუღოთ შაქრის სრულ გადნობამდე.
მოვამზადოთ პად ტაი:
გადავწუროთ ჩალბობილი ბრინჯის ატრია.
გავაცხელოთ ვოკი მაღალ ცეცხლზე.
დავასხათ 2სუფრის კოვზი ზეთი
დავდოთ კრევეტები და დავბრაწოთ 1 წუთის განმავლობაში
დავახალოთ კვერცხი და მოვურიოთ, რომ შეიწვას და შეიკრას მცირე ზომის ბელტებად.
დავუმატოთ კომბოსტო და მოვბრაწოთ.
დავუმატოთ მწვანე ხახვი და ტოფუ.
დავუმატოთ ბრინჯის ატრია და მოვასხათ სოუსი.
მოვბრაწოთ სანამ ატრია სრულად დარბილდება და დავამატოთ ღივები. კარგად ამოვურიოთ და გავანაწილოთ თეფშებზე.
სერვირება
მოვაყაროთ დაღერღილი მოხალული მიწისთხილი და წითელი წიწაკა, მოვასხათ ლაიმის წვენი და ამოვურიოთ.
გემრიელად მიირთვით.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი