მე ვარ თინა, 27 წლის, მარკეტერი და მოყვარული კულინარი.
კულინარია ბავშვობიდან მიტაცებდა და ჩემთვის ბებოსთან ერთად ახალი კერძების მომზადება ჯადოსნურ მოგზაურობას ჰგავდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შემერჩია ისეთი რეცეპტი, რომელიც ჩემს ბავშობას და ბებოს უკავშირდება. სვანური წარმომავლობის გამო ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი უსაყვარლესი კერძი იყო თაშმიჯაბი და გთავაზობთ ჩემეულ ვერსიას.
1
1
კგ.
კარტოფილი
500
500
გრ.
კარაქი
600
600
გრ.
სულგუნი
10
10
გრ.
მარილი
500
500
მლ.
რძე
კალმახა
კალმახა
სოკოს მომზადება:
1
1
კგ.
კალმახა სოკო
2
2
კბილი
ნიორი
1
1
თავი
ხახვი
20
20
გრ.
ტარხუნა
20
20
გრ.
პიტნა
30
30
გრ.
კარაქი
თაშმიჯაბისთვის კარტოფილი კანიანად უნდა მოვხარშოთ.
რომ გაცივდება, გავფცქვნათ, ჩავყაროთ ქვაბში და დავჭყლიტოთ.
დავასხათ რძე და შემოვდგათ ნელ ცეცხლზე.
შევურიოთ დაფშვნილი ყველი და ვურიოთ ხის კოვზით მანამ, სანამ ყველი არ გადნება და მასა ერთგვაროვანი და წელვადი არ გახდება.
ბოლოს დავუმატოთ მარილი გემოვნებით.
ზოგგან სუფრაზე მიტანის წინ თეფშზე გადმოღებულ თაშმიჯაბს გულს ჩაუღრმავებენ და შიგ გამდნარ კარაქს ჩაასხამენ.
გავასუფთაოთ სოკო და დავყაროთ ტაფაზე, სოკო წყალს რომ გამოუშვებს და დაიშრობს, დავაყაროთ ხახვი და კარაქი.
მსუბუქად რომ მოიშუშება, დავაყაროთ დაჭრილი მწვანილები. გემოვნებით მარილი და შავი პილპილი.
სერვირება
გემრიელად მიირთვით
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი