• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ჩიზქეიქი მოცვის კონფით

გამარჯობა, მე ვარ ანი, პროფესიით პიარის სპეციალისტი. რამდენიმე წლის წინ დავინტერესდი კულინარიით და ჩავაბარე საქართველოს კულინარიის აკადემიაში, მზარეულის პროგრამაზე.
სწავლის დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ კონდიტერია უფრო მიზიდავდა და გავიარე საკონდიტრო კურსი. რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ კი დავრწმუნდი, რომ ეს არის ჩემი საყვარელი საქმე და გადავწყვიტე კულინარიული ბლოგის გაკეთება (anishomecooking). ჩემი ბლოგი ძირითადად ეხება დესერტებსა და მომზადების ტექნიკებს. დღეს კი გიზიარებთ ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი დესერტის რეცეპტს.

ჩიზქეიქი მოცვის კონფით

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

დესერტი

ანი ნოზაძე

რეცეპტის ავტორი

ანი ნოზაძე

ჩიზქეიქი მოცვის კონფით

ინგრედიენტები

ძირი:

ორცხობილა

120 გრამი

გამდნარი კარაქი

50 გრამი

მასა:

კრემ ყველი

600 გრამი

შაქარი

180 გრამი

კვერცხი

2 ცალი

ნაღები (35%)

120 გრამი

არაჟანი (15%)

160 გრამი

ფქვილი

40 გრამი

მარილი

1 მწიკვი

ლიმონის ცედრა

1 /2 ცალი

მოცვის კონფი:

მოცვი

250 გრამი

შაქარი

20 გრამი

წყალი

3 სუფრის კოვზი

სიმინდის სახამებელი

1 სუფრის კოვზი

საფეხური

droplet

1

chef

დაჩოპერებულ ორცხობილას დაუმატეთ გამდნარი კარაქი, გადაიტანეთ 20 სმ საცხობ ფორმაში და მოათავსეთ მაცივარში შიგთავსის მომზადებამდე.

საფეხური

droplet

2

chef
კრემყველი და შაქარი მსუბუქად გათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

საფეხური

droplet

3

chef
დაუმატეთ კვერცხი, არაჟანი და ნაღები. შემდეგ კი ფქვილი და მარილი.

საფეხური

droplet

4

chef
მიღებული მასა გადაწურეთ და ბოლოს დაახეხეთ ლიმონის ცედრა.

საფეხური

droplet

5

chef

ყალიბი ჩადგით ცხელ წყალში და გამოაცხვეთ 170 გრადუსზე საათ ნახევრის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ ღუმელში დატოვეთ 1 საათით და შემდეგ შეინახეთ მაცივარში 6-7 სთ.

საფეხური

droplet

6

chef

კონფისთვის ყველა ინგრედიენტი გადაურიეთ ერთმანეთში და აადუღეთ დაბალ ცეცხლზე. პერიოდულად ურიეთ.

საფეხური

droplet

7

chef
როცა შესქელდება გადმოდგით და გააგრილეთ. სერვირების დროს კი მოასხით ჩიზქეიქს.

სერვირება

droplet

8

chef

გემრიელად მიირთვით!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone