• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

დესერტი “ეგზოტიკური მარწყვი”

მე ვარ ალექს ქიტიაშვილი. ჩემთვის საკონდიტრო ის სფერო და პროფესიაა, რომელიც უზომოდ მიყვარს და 20 წელია ამ საქმეს ვემსახურები.
ვსწავლობდი საფრანგეთში, ავსტრიაში და ამ უდიდეს გამოცდილებას ვუზიარებ DGF-ის სკოლის და კოლეჯ “იკაროსის” სტუდენტებს, სადაც ამჟამად ვმუშაობ.
 

დესერტი “ეგზოტიკური მარწყვი”

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

რთული

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

დესერტი

ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი
ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი

ალექს  ქიტიაშვილი

რეცეპტის ავტორი

ალექს ქიტიაშვილი

დესერტი “ეგზოტიკური მარწყვი”

ინგრედიენტები

კარამელიზებული ნუშის ბისკვიტი:

კარაქი

50 გრამი

ყავისფერი შაქარი

50 გრამი

ნუშის ფანტელი

100 გრამი

მარაკუიას კრემ-მუსი:

კვერცხი

1 ცალი

შაქარი

80 გრამი

პატისიერის ფქვილი

20 გრამი

მარაკუიას პიურე

180 გრამი

რძე

100 გრამი

ჟელატინის ფირფიტა

2 გრამი

თეთრი შოკოლადი

40 გრამი

ნაღები 33%

150 მილილიტრი

მარწყვის კომპოტი:

მარწყვის პიურე

50 გრამი

მარწყვის კუბები

100 გრამი

შაქარი

10 გრამი

პექტინი

2 გრამი

პიტნის ფოთოლი

1 ცალი

საფეხური

droplet

1

chef

კარამელიზებული ნუშის ბისკვიტი: ინგრედიენტები მოვზილოთ მიქსერში ან ხელით. მოვათავსოთ სასურველ უძირო ყალიბში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 10 წუთი.

საფეხური

droplet

2

chef

მარაკუიას კრემ-მუსი: შევათბოთ რძე. ცალკე ჯამში მოვათავსოთ შაქარი კვერცხი, პატისიერის ფქვილი და მარაკუიას პიურე. შევურიოთ ეს მასა თბილ რძეს და ვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში.

საფეხური

droplet

3

chef
ცხელი მასა დავასხათ შოკოლადს და ჟელატინის მასას. გავაგრილოთ და შევურიოთ ამოყვანილი ნაღები. მოვათავსოთ სასურველ ყალიბში და გავყინოთ.

საფეხური

droplet

4

chef
მარწყვის კომპოტი: შევათბოთ მარწყვის პიურე, შევურიოთ შაქარი და პექტინი.

საფეხური

droplet

5

chef
წამოვადუღოთ, ჩავყაროთ მარწყვის კუბები და გადმოვდგათ ღუმელიდან. მალევე მოათავსეთ სასურველ ყალიბში და გაყინეთ.

საფეხური

droplet

6

chef
დესერტის ასაწყობად თეფშზე მოათავსეთ ბისკვიტი, დაადეთ მარაკუიას კრემ-მუსი და მარწყვის კომპოტე (სიპრიალის მისაცემად, შეგიძლიათ ამოავლოთ ნეიტრალურ ნაპაჟში).

საფეხური

droplet

7

chef
გააფორმეთ დაჭრილი მარწყვით და პიტნის ფოთლებით.

სერვირება

droplet

8

chef
გემრიელად მიირთვით!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone