• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

გამომცხვარი ბულგარულის სალათა

“დავამთავრე საქართველოს აგრარული  უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია.  ხშირი მოგზაურობის დროს, მქონდა შესაძლებლობა გავცნობოდი სხვადასხვა ქვეყნის კულინარიულ კულტურას, რამაც საშუალება მომცა, განმევითარებინა ჩემი უნარები და ცოდნა სხვადასხვა ინგრედიენტებისა და ტექნიკების შესახებ. 

ახლა, როცა საქართველოში ვარ, სიამოვნებით ვიყენებ ჩემს გამოცდილებას ახალი და საინტერესო კერძების შესაქმნელად. მჯერა, რომ ადგილობრივი ტრადიციული კერძების თანამედროვე ტექნიკებთან  შერწყმა, ბევრ საინტერესო და ღირებული კერძის შექმნის შესაძლებლობას მომცემს.  ამჟამად ვარ რესტორან “ნინიას ბაღის” შეფ მზარეული და ასევე კულინარიის აკადემიის ლექტორი.” - თორნიკე თადუმაძე, შეფ მზარეული.  
 

გამომცხვარი ბულგარულის სალათა

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

მარტივი

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

სტარტერი

ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა
ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა

უხდება

ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა

თორნიკე  თადუმაძე

რეცეპტის ავტორი

თორნიკე თადუმაძე

გამომცხვარი ბულგარულის სალათა

ინგრედიენტები

ულუფა :

1

წითელი ბულგარული

200 გრამი

სტრაჩეტელა

100 გრამი

თხილი

20 გრამი

წიწაკის ჯემი

10 გრამი

შესქელებული შავი ძმარი

7 გრამი

ნიორი

3 გრამი

მარილი გემოვნებით

საფეხური

droplet

1

chef

გამოვაცხოთ წითელი ბულგარული. გაგრილების შემდეგ ვათავისუფლებთ კანისა და თესლისაგან.

საფეხური

droplet

2

chef
ბულგარულ წიწაკას და დანარჩენ ინგრედიენტებს ვურევთ ერთმანეთში.

საფეხური

droplet

3

chef
სერვირებისთვის ვიყენებთ სტრაჩეტელას და სალათის ფოთლებს.

სერვირება

droplet

4

chef
კერძი მივირთვათ ბაგეტთან ერთად.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone