გამარჯობა, მე ვარ სალომე გოგლიძე, კლინიკური ნუტრიციოლოგი. პროფესია სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის დროს ავარჩიე და ამჟამად შოტლანდიის, აბერდინის უნივერსიტეტის კლინიკური ნუტრიციოლოგიის სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე ვაგრძელებ სწავლას.
განათლება მაქვს მიღებული ასევე ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტში, რის შემდეგაც დავიწყე მუშაობა კლინიკა მრჩეველში ადამიანებთან, რომელთაც აქვთ კვებით გამოწვეული სხვადასხვა დისკომფორტი/დარღვევა და სჭირდებათ კვებითი ჩვევის გაუმჯობესება. ჩემი მეორე სამსახური ჩემპიონთა აკადემიაა, სადაც სპორტით დაკავებულ ადამიანებს ვეხმარები კვების გაუმჯობესებასა და შესაბამისად, სასურველი შედეგის მიღწევაში. ბალანსირებული, მცენარეული პროდუქტით მდიდარი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო, რადგან სწორედ ეს მეხმარებოდა ვყოფილიყავი ფიზიკურად აქტიური და ხალისით მიმეღწია სასურველი მიზნებისთვის. ინსტაგრამი და ტიკ-ტოკი არაჩვეულებრივი გზა აღმოჩნდა გამეზიარებინა ჩემი ცოდნა და გამოცდილება სხვებისთვის, რასაც დღემდე აქტიურად ვაგრძელებ.
ნებისმიერი რეცეპტი თუ კერძი, რომელსაც თავად ვამზადებ ან ვუზიარებ ჩემს გამომწერებს, მდიდარია მცენარეული პროდუქტით. მცენარეული პროდუქტის სიჭარბე ბალანსირებული კვების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. დღესაც გთავაზობთ ძალიან მარტივ, ბალანსირებულ და რაც მთავარია მცენარეული პროდუქტებით მდიდარ კერძს - „პასტა დაფარული ბოსტნეულით“.
კერძი არაჩვეულებრივია ასევე ბავშვებისთვის, ვინც არ იღებს ბოსტნეულს ჩვეული სახით.