• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

სალათა კეილით და ტკბილი კარტოფილით

გამარჯობა, მე ვარ ნათია ლაცაბიძე. თავს ვთვლი გურმანად, რადგან უზომოდ მიყვარს და მაინტერესებს კულინარია, დიდ სიამოვნებას მანიჭებს ახალი კერძების გასინჯვა და მუდმივად ახალი გემოების აღმოჩენაში ვარ.

გამიმართლა, რომ გავიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც დედა ყოველთვის უგემრიელეს საჭმელს ამზადებდა, მეც ყოველთვის დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი მისგან.

შემდეგ დაახლოებით 5 წელი ვმუშაობდი რესტორნებში, სადაც უამრავი რამ ვისწავლე საკვების უსაფრთხოებაზე, სერვისზე, სერვირებაზე, ყავის კულტურაზე, მომხმარებელთან ურთიერთობის ფსიქოლოგიაზე და ა.შ. შემდეგი პერიოდი კი იყო მოგზაურობის და უამრავი თავგადასავლის, ჯერ ევროპა, შემდეგ-აზია. სხვადასხვა კულტურის გაცნობისას, აღმოვაჩინე უამრავი კერძი, რომელიც მანამდე არასდროს გამისინჯავს.

აზიაში ცხოვრების დროს ვისწავლე მათი საყვარელი კერძების თავისებურებებზე, ჭამის კულტურასა და ჩაის სმის რიტუალზე. მარტო ცხოვრების დროს კი შევძელი ეს ყველაფერი პრაქტიკაშიც გადამეტანა და მეცადა. განსაკუთრებით მიყვარს მექსიკური, ინდური, იაპონური და ჩინური სამზარეულოები.

საკვებთან ურთიერთობა და მომზადებული კერძებით გამასპინძლება ძალიან მეხალისება. სულ ცოტა ხნის წინ კი შევქმენი საკუთარი საკვების ბლოგი nati.asplatesofjoy. იდეა ჯერ კიდევ 5 წლის წინ გაჩნდა, თუმცა ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ვერ შევძელი ჩანაფიქრის განხორციელება.

ძალიან მიხარია და მადლიერი ვარ, რომ ამ ეტაპზე მაქვს მეტი თავისუფალი დრო და დიდი ენთუზიაზმი, რომ სხვებსაც გავუზიარო სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული, განსხვავებული და გემრიელი ვიდეო-რეცეპტები.

 

სალათა კეილით და ტკბილი კარტოფილით

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

სტარტერი

ნათია ლაცაბიძე

რეცეპტის ავტორი

ნათია ლაცაბიძე

სალათა კეილით და ტკბილი კარტოფილით

ინგრედიენტები

ულუფა :

1

კეილი

150 გრამი

ნიორი

0.5 კბილი

ვაშლი

0.5 ცალი

ბატატი

0.5 ცალი

პილპილი

0.5 მწიკვი

მარილი

0.5 მწიკვი

გოგრის თესლი (მოხალული)

35 გრამი

ნიგოზი

40 გრამი

ბროწეული

50 გრამი

ზეითუნის ზეთი

1.5 სუფრის კოვზი

თაფლი

1.5 ჩაის კოვზი

ვაშლის ძმარი

0.5 ჩაის კოვზი

მდოგვი

0.5 ჩაის კოვზი

დარიჩინი

0.5 ჩაის კოვზი

ლურჯი ყველი

30 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

კეილი გავრეცხოთ, კარგად რომ გაშრება დავჭრათ, მოვასხათ 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და ნაზად ავსრისოთ, რომ დარბილდეს.

საფეხური

droplet

2

chef
ღუმელი წინასწარ გავახუროთ 200 გრადუსზე და გამოვაცხოთ კუბებად დაჭრილი ტკბილი კარტოფილი 25 წუთით ცოტა ზეითუნის ზეთით, პილპილით და მარილით.

საფეხური

droplet

3

chef
სოუსისთვის თასში მოვათავსოთ ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი, 1 ჩაის კოვზი მდოგვი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი.

საფეხური

droplet

4

chef
ნიგოზს დავამატოთ 2 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი დარიჩინი და მწიკვი მარილი. გამოვაცხოთ 7-10 წთ 180 გრადუსზე.

საფეხური

droplet

5

chef
თასში მოვათავსოთ კეილი, შემდეგ ტკბილი კარტოფილი, თხელ ნაჭრებად დაჭრილი ვაშლი, ნიგოზი, გოგრის გული და ბროწეული, ასევე ყველი და თავზე მოვასხათ სოუსი.

სერვირება

droplet

6

chef
ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი სალათაა, უგემრიელესი, ფერადი და უამრავი ვიტამინით სავსე.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone