მე ვარ ნინო, პროფესიით ფინანსისტი, ბევრი წელი ამ პროფესიით ვიმუშავე კიდეც. ტკბილეულის მომზადება ბავშვობიდან მიყვარს, დიდი ხნის მანძილზე ეს საქმიანობა ჩემი ჰობი იყო, შემდეგ კი გადავწყვიტე პროფესიად მექცია და მალევე ჩავაბარე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში, შეფ კონდიტერის კურსზე. კურსის დასრულების შემდეგ, ვმუშაობდი რამდენიმე ცნობილ სასტუმროსა თუ საკონდიტროში, საბოლოოდ კი, მეგობართან ერთად გავხსენი საკონდიტრო „ჩიზქეიქერი“, სადაც ჩიზქეიქების და სხვადასხვა დესერტების დიდი არჩევანია წარმოდგენილი.
ასევე ვარ კულინარიის აკადემიის ლექტორი, სადაც მზარეულის პროგრამის სტუდენტებს ვასწავლი საკონდიტრო ნაწარმის მომზადების ტექნოლოგიას. - ნინო გუგეშაშვილი
300
300
გრ.
ფინიკი (გარჩეული, წვრილად დაჭრილი)
2
2
ცალი
ფორთოხლის ცედრა
180
180
მლ.
ფორთოხლის წვენი
3
3
ცალი
კვერცხი
180
180
მლ.
ზეთი
150
150
გრ.
ყავისფერი შაქარი
350
350
გრ.
ფქვილი
10
10
გრ.
გამაფხვიერებელი
50
50
გრ.
თხილი
50
50
გრ.
ნიგოზი
1
1
ჩაის კოვზი
დარიჩინი დაფქული
1
1
ჩაის კოვზი
კოჭა დაფქული
კრემისთვის:
200
200
გრ.
კრემ ყველი (სასურველია მარილიანი)
100
100
მლ.
ნაღები 35%-იანი
50
50
გრ.
შაქრის პუდრი
დეკორისთვის:
50
50
გრ.
ფინიკი, ოთხად დაჭრილი
30
30
გრ.
ნუშის ფანტელი
მომზადების ტექნოლოგია:
ღუმელი გავახუროთ 160 გრადუსზე
ფქვილი, გამაფხვიერებელი, კოჭა, დარიჩინი, დაცეხვილი თხილი და ნიგოზი მოვათავსოთ ერთად.
კვერცხი და ყავისფერი შაქარი მოვათავსოთ ცალკე თასში, გავთქვიფოთ მსუბუქად მიქსერით ან ხელის სათქვეფით, დავამატოთ ფორთოხლის წვენი და ცედრა, შემდეგ ზეთი, ბოლოს კი, წინასწარ მომზადებული მშრალი ინგრედიენტების ნარევი.
მიღებული მასა გადავიტანოთ 19-20 სმ დიამეტრის ფორმაში და გამოვაცხოთ 160 გრადუსზე, 60 წუთის განმავლობაში.
მზაობა შევამოწმოთ ხის ჩხირით.
როდესაც კარგად გაცივდება, გადავუსვათ კრემი და მოვრთოთ დაჭრილი ფინიკით და ნუშის ფანტელით
სერვირება
სერვირება: გემოს გასამდიდრებლად, დამატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ კარამელის სოუსი.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი