• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

შოკოლადის ჩიზქეიქი “შავი ტყე”

გამარჯობა, მე ვარ ბუკა, ბუკას ბეიქერის შეფ-კონდიტერი. 

ყველაფერი დაიწყო 11 წლის წინ, როდესაც დესერტების მომზადება სამოყვარულო დონეზე ჩემს ჰობიდ იქცა. 

ამ საქმის სიყვარულმა გადამაწყვეტინა ჩემი შესაძლებლობები კულინარიის აკადემიაში მომესინჯა. იქ მიღებულმა განათლებამ საბოლოოდ დამარწმუნა ჩემი პროფესიის სისწორეში და კურსის დასრულების შემდეგ 2019 წელს, ჩემს დასთან ერთად გავხსენი საკონდიტრო “ბუკას ბეიქერი”. 

ჩვენთან წარმოდგენილია სხვადასხვა სახეობის დესერტები, რომლებიც მზადდება უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით, ვამზადებთ ყველაზე განსხვავებული შიგთავსების და ვიზუალის მქონდე სადღესასწაულო ტორტებს და რა თქმა უნდა ყველასათვის საყვარელ დარიჩინის ფუნთუშებს.

 

შოკოლადის ჩიზქეიქი “შავი ტყე”

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

დესერტი

ბუკა დუმბაძე

რეცეპტის ავტორი

ბუკა დუმბაძე

შოკოლადის ჩიზქეიქი “შავი ტყე”

ინგრედიენტები

ჩიზქეიქის მასა:

შავი შოკოლადი

170 გრამი

კრემ-ყველი

300 გრამი

შაქარი

75 გრამი

ყავისფერი შაქარი

25 გრამი

კაკაო

15 გრამი

კვერცხი

2 ცალი

კვერცხის გული

1 ცალი

ნაღები

80 გრამი

ალუბლის კონფი:

ალუბალი

125 გრამი

შაქარი

20 გრამი

სიმინდის სახამებელი

5 გრამი

დეკორი:

კრემ-ყველი

60 გრამი

ნაღები

30 გრამი

შაქრის პუდრი

30 გრამი

ჩიზქეიქის ძირი:

კაკაოს ორცხობილა

150 გრამი

გამდნარი კარაქი

30 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

კრემ-ყველი, შაქარი, კაკაო, კვერცხი და ნაღები გავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დავამატოთ ორთქლის აბაზანაზე გამდნარი შოკოლადი ეტაპობრივად. ალუბალი წამოვადუღოთ შაქართან და სახამებელთან ერთად.

საფეხური

droplet

2

chef

ჩიზქეიქის ძირისთვის გამოდგება ნებისმიერი კაკაოს ორცხობილა. დაბლენდერებული ორცხობილა გადავურიოთ გამდნარ კარაქს და ჩავტკეპნოთ 20 სმ დიამეტრის ფორმაში, კარგად გავაცივოთ.

საფეხური

droplet

3

chef

ჩავასხათ ჩიზქეიქის მასა. ყალიბი ჩავდგათ ცხელ წყალში და გამოვაცხოთ 160 გრადუსზე 35-40 წუთი. ღუმელში დავტოვოთ შეგრილებამდე, გავაცივოთ მაცივარში 6-7 საათი და ამის შემდეგ დავადეკოროთ ალუბლის კონფით და კრემ-ყველის კრემით.

სერვირება

droplet

4

chef
გემრიელად მიირთვით!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone