• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

დესერტი პავლოვა

მე ვარ ანნა კაჭიური. ქართული IT ინტეგრატორი კომპანიის ხელმძღვანელი. 
ვარ გურმანი და შესაბამისად, მიყვარს სხვადასხვა კერძების დაგემოვნება. ჩემი შთაგონების წყაროა იტალიური და ფრანგული სამზარეულო. ვთვლი, რომ კერძი უნდა იყოს არა მარტო გემრიელი, არამედ ესთეტიკურად მომხიბვლელი. 

რადგან არც თუ ისე ბევრი დრო მაქვს კერძების მოსამზადებლად, ხშირად ვირჩევ შედარებით მარტივ რეცეპტებს. 

დესერტი პავლოვა არის ზუსტად ასეთი რეცეპტი: მარტივი, გემრიელი და ძალიან მომხიბვლელი.

ჩემს რეცეპტებს ვაზიარებ პირად ბლოგში ინსტაგრამზე -  Anna Kachiuri.
 

დესერტი პავლოვა

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

დესერტი

ანნა კაჭიური

რეცეპტის ავტორი

ანნა კაჭიური

დესერტი პავლოვა

ინგრედიენტები

ბეზესთვის დაგვჭირდება:

კვერცხის ცილა

4 ცალი

მარილი

1 /2 ჩაის კოვზი

შაქარი

200 გრამი

კრემისთვის დაგვჭირდება:

ნაღები (35%)

150 გრამი

შაქარი

2 სუფრის კოვზი

ვანილი

1 ჩაის კოვზი

იოგურტი

150 გრამი

მარწყვი

200 გრამი

ჟოლო

200 გრამი

მოცვი

200 გრამი

ღერო პიტნა

1 ცალი

საფეხური

droplet

1

chef

გავაცხელოთ ღუმელი 150 გრადუსზე.

საფეხური

droplet

2

chef
კვერცხის ცილებს დავუმატოთ მარილი და ავთქვიფოთ. როცა ცილა ოდნავ აქაფდება, ნელ-ნელა ვამატებთ შაქარს, თქვეფის შეუწყვეტლად. უნდა გამოგივიდეთ მკვრივი პრიალა ბეზე.

საფეხური

droplet

3

chef
გამოსაცხობ ფირფიტაზე გავშალოთ პერგამენტი და მოვათავსოთ ბეზე.

საფეხური

droplet

4

chef
გამოვაცხოთ ღუმელში 1 საათის განმავლობაში.

საფეხური

droplet

5

chef
იმისთვის, რომ ბეზე რომ გამოგვივიდეს გარედან ხრაშუნა და შიგნიდან რბილი, გავაჩეროთ გამორთულ ღუმელში კიდევ 1 საათი.

საფეხური

droplet

6

chef
მანამდე მოვამზადოთ კრემი. ავთქვიფოთ ნაღები, შაქარი და ვანილი. მიღებულ კრემს დავუმატოთ ნატურალური იოგურტი და კარგად ავურიოთ.

საფეხური

droplet

7

chef
მიღებული კრემი გავანაწილოთ ბეზეს შუაგულში. მოვრთოთ კენკრით და პიტნით.

სერვირება

droplet

8

chef
გემრიელად მიირთვით!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone