• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

მაკარონი პრალინეს კრემით

გამარჯობა, მე ლელუ ვარ. პროფესიით მარკეტერი. კონდიტერიის სწავლა დიდი ხანი მინდოდა, თუმცა ამისთვის დრო არასოდეს მქონდა. პანდემიის დაწყებისას გადავწყვიტე, რომ ეს იყო შესაფერისი მომენტი თავისუფალი დრო ახალი პროფესიის შესასწავლად გამომეყენებინა. კულინარიის აკადემიაში მისვლა, ყოველი ახალი რეცეპტების აღმოჩენა და მომზადება ჩემთვის განტვირთვა და სიამოვნებაა.
მინდა, სამომავლოდ, ჩემი ორივე პროფესია გავაერთიანო და ისეთი კონცეფციის ბულანჟერეა შევქმნა, რომელიც სულ მინდოდა, რომ თბილისში ყოფილიყო. ადგილი, სადაც შეხვედრა ყოველთვის გემრიელია.
ლელუ ნინოშვილი

მაკარონი პრალინეს კრემით

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

0-250 კალორია

საჭმლის ტიპი

დესერტი

ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

უხდება

ბორჯომის მინერალური წყალი

ლელუ ნინოშვილი

რეცეპტის ავტორი

ლელუ ნინოშვილი

მაკარონი პრალინეს კრემით

ინგრედიენტები

ნუშის პუდრი

125 გრამი

შაქრის პუდრი

165 გრამი

კვერცხის ცილა

105 გრამი

შაქარი

175 გრამი

კარაქი

100 გრამი

წყალი

60 გრამი

კვერცხის გული

2 ცალი

დანამატი - პრალინე

50 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

მაკარონის ცომისთვის დაგჭირდებათ: ნუშის პუდრი - 125 გ, შაქრის პუდრი - 165 გ, კვერცხის ცილა - 105 გ, შაქარი - 85 გ.

საფეხური

droplet

2

chef

მომზადების ტექნოლოგია: გავცრათ ნუშის პუდრი, შემდეგ დავამატოთ შაქრის პუდრი და კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. შერეული მასა კიდევ ერთხელ გავცრათ. განაცრელი ფქვილი დავაბრუნოთ უკან. კვერცხის ცილა და შაქარი მოვათავსოთ საკონდიტრო თასში და მოვამზადოთ მყარი მერინგი. თუ ფერად მაკარონს აკეთებთ, მერინგში შეურიეთ შესაბამისი ფერის საღებავი.

საფეხური

droplet

3

chef
მზა მერინგის მასაში ეტაპობრივად გადაურიეთ ნუშისა და შაქრის პუდრების ნაზავი. ამოურიეთ და მიღებული ცომი კარგად ამოლესეთ სილიკონის ნიჩბის დახმარებით. მომზადებული ცომი გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და მეტალის ფორმის დახმარებით საცხობ ლანგარზე დასვით ერთნაირი ზომის მრგვალი ფორმები. ლანგარზე დასაფენად გამოიყენეთ სილიკონის ხალიჩა ან საცხობი ქაღალდი. დასმული ფორმები გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 1.5 - 2 საათით ისე, რომ ცომი კარგად გამოშრეს და ხელით შეხებისას არ ეწებებოდეს. გამოაცხვეთ 150 გრადუსზე 8-10 წუთის განმავლობაში.

საფეხური

droplet

4

chef
კარაქის კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: კარაქი - 100 გ, შაქარი - 90 გ, წყალი - 60 გ, კვერცხის გული - 2 ცალი, დანამატი - პრალინე - 50 გ. კვერცხის გული მოვათავსოთ საკონდიტრო თასში და გადავდოთ გამოყენებამდე. შაქარი და წყალი ქვაბით შემოვდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ 120 გრადუსამდე. მიღებული სიროფი დავასხათ წინასწარ მომზადებულ 3 ცალ კვერცხის გულს და გავთქვიფოთ მიქსერით მანამ, სანამ არ მივიღებთ თეთრი ფერის სქელ მასას. ე.წ. ბომბის კონსისტენციას. კარგად გაცივებულ მასას შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და გავთქვიფოთ მანამ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ იქნება და კარგად არ გაპრიალდება.

საფეხური

droplet

5

chef
მიღებულ კრემს შეგვიძლია შევურიოთ სხვადასხვა სახის დანამატი გემოვნების მიხედვით, ორთქლზე გამდნარი შოკოლადი, ფსტის პიურე, ვანილი ან ყავის ექსტრაქტი და სხვა. ჩემ მიერ მომზადებული მაკარონების კრემს დავამატე პრალინეს, იგივე თხილისა და შოკოლადის პასტა. კრემი მოვათავსოთ მაცივარში და კარგად გავაცივოთ. გაცივებული კრემი მოვათავსოთ მაკარონზე და ზემოდან დავადოთ მაკარონის მეორე ნაწილი.

სერვირება

droplet

6

chef
გემრიელად მიირთვით!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone