• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

წიწილი გურულ სოუსში

“კულინარია ჩემთვის ერთადერთი სასაუბრო ენაა, რომელსაც ეროვნება არ გააჩნია. კულინარია ჩემთვის ხელოვნებაა, სადაც შემიძლია ვიყო ვინც მინდა და როგორიც მინდა. 
მე ვარ ალექსანდრე უგრეხელიძე, მაქვს ჩემი ხელწერა და ვთვლი, რომ ყველაფერს უნდა შევხედო არასტანდარტულად ისე, რომ არსებული ჰარმონია და წესრიგი არ დავარღვიო. ბავშვობიდან არ მიოცნებია მზარეულობაზე, ეს უფრო თავისით საიდანღაც მოვიდა როგორც მუზა და დღეს ვთვლი, რომ ყველაზე სწორი ნაბიჯი, რაც კი გადამიდგამს არის ის, რომ მე დღეს მზარეული ვარ და ვაგრძელებ ზრდას, სწავლას და განვითარებას…
ჩემი ინსპირაციის წყარო ჩემი ყოველდღიურობაა და ჩემი ყოველდღიური დაუღალავი განვითარების სურვილია, ჩემთვის არ არსებობს ჩარჩოები და არც ამ ჩარჩოებში გამოკეტილი კონსერვატიული ცნობიერება.
ჩემი არასტანდარტული მიდგომა და განსხვავებული ჩემეული ხედვა მეხმარება იმაში, რომ შევქმნა კონცეფცია, რომელიც მე მომიტანს შედეგს და ეს შედეგი აუცილებლად იქნება წარმატებული. მჯერა მომავლის და მჯერა იმის, რომ უშედეგო ბრძოლა არ არსებობს…”
 

წიწილი გურულ სოუსში

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ალექსანდრე  უგრეხელიძე

რეცეპტის ავტორი

ალექსანდრე უგრეხელიძე

წიწილი გურულ სოუსში

ინგრედიენტები

ულუფა :

1

წიწილი

300 გრამი

თხილი

50 გრამი

ქინძი

50 გრამი

ოხრახუში

10 გრამი

მწვანე წიწაკა

4 გრამი

ნიორი

5 გრამი

სვანური მარილი

2.5 გრამი

ვაშლის ძმარი

6.25 მილილიტრი

ზეთი

37.5 მილილიტრი

წყალი

50 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

პირველ რიგში ბლენდერში ვათავსებთ მოხალულ და ქერცლისაგან გასუფთავებულ თხილს, თხილთან ერთად ბლენდერში ვათავსებთ ქინძს, ოხრახუშს, მწვანე წიწაკას, ნიორს, სვანურ მარილს, ვაშლის ძმარს, ზეთს, წყალს.

საფეხური

droplet

2

chef
ვაბლენდერებთ მანამ, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან, კრემისებრ მასას, რომელსაც ვინახავთ მაცივარში მინიმუმ 1 საათით. სანამ სოუსს მაცივარში "ვასვენებთ", ვიწყებთ წიწილის გასუფთავებას, რეცხვას და ბოლო ეტაპზე წიწილს სრულად ვათავისუფლებთ ძვლისგან.

საფეხური

droplet

3

chef
ძვალგამოცლილ წიწილს ორივე მხრიდან ვამუშავებთ სვანური მარილით და ვდებთ კარგად გაცხელებულ ტაფაზე. წიწილს ვწვავთ დაახლოებით 10 - 15 წუთი საშუალო ცეცხლზე.

სერვირება

droplet

4

chef
სერვირება: ჩვენთვის სასურველ თეფშზე გადაგვაქვს ჩვენ მიერ მომზადებული გურული სოუსი, რომელშიც ვათავსებთ სასურველ ნაჭრებად დაჭრილ შემწვარ წიწილს.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone