Search
Or
ბროკოლის კრემ-სუპი
30-60 Min
ადვილი
მსუბუქი
201-500 Kcal

“კულინარია ბავშვობის ასაკიდან მიტაცებდა. ყოველთვის ვცილობდი რამე
განსხვავებული და განსაკუთრებული შემექმნა. ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ
კი არა, თუმცა, როდესაც სასურველ შედეგს ვიღებდი, საოცრად დიდ სიხარულსა
და ბედნიერებას განვიცდიდი.
პროფესიონალურ სამზარეულოში სამი წლის წინ შემოვაბიჯე და ამით დაიწყო
ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი და საინტერესო თავგადასავალი. უსაზღვრო
სიამაყით და ბედნიერებით ვივსები, როდესაც ვხედავ ადამიანების გაღიმებულ
სახეებს მას შემდეგ, რაც ისინი ჩემ მიერ მომზადებულ კერძებს აგემოვნებენ.
ახლა 23 წლის ვარ და ვმუშაობ ერთ-ერთი ობიექტის შეფ-მზარეულად. ვთვლი,
რომ როდესაც გიყვარს საკუთარი საქმე, ყველა მიზანი უფრო მარტივად
მისაღწევი ხდება. მთავარია გჯეროდეს საკუთარი თავის. მე მფიქრობ, რომ ჩემი
პროფესია უსაზღვრო შესაძლებლობების წყაროა და ჯერ კიდევ ყველაფერი წინ
მაქვს.” - ლუკა ჩიკვილაძე

ingredients
300 300 გრ. ბროკოლი
10 10 გრ. ნიორი
80 80 გრ. ხახვი
100 100 გრ. ნაღები (18%)
1 1 მწიკვი დაფქული დარიჩინი
300 300 გრ. ბოსტნეულის ბულიონი
10 10 გრ. თეთრი ბალზამიკო
1 1 მწიკვი შავი წიწაკა
1 1 მწიკვი მარილი
1 1 მწიკვი მუსკატის კაკალი
step 1
ვიწყებთ მომზადებას ხახვის დაჭრით, შემდეგ ნივრის გარჩევით და ვშუშავთ ერთად.
step 2
ვამატებთ ბროკოლის და ვშუშავთ ორი წუთი, შემდეგ ვამატებთ მუსკატის კაკალს, დარიჩინს და შავ წიწაკას, ამის შემდეგ ვასხამთ ბოსტნეულის ბულიონს და ვადუღებთ 5 წუთის განმავლობაში.
step 3
მომზადებული მასა უნდა გადმოვიტანოთ ბლენდერში სითხის გარეშე, დავუმატოთ ნაღები და თეთრი ბალზამიკო, დავუმატოთ იმდენი ბულიონი რომ კონსისტენცია გვქონდეს საშუალო სისქის.

How To Serve

გემრიელად მიირთვით!