• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

როლატინი ქართულად

“დავიბადე ზუგდიდში, ძალიან დატვირთული და საინტერესო ბავშვობა მქონდა. სკოლის გარდა დავდიოდი ხატვაზეც, ცეკვაზეც, მუსიკაზეც. და-ძმა მე არ მყავდა, ამიტომ სახლში ან ვმეცადინეობდი, ან ვკითხულობდი წიგნებს. განსაკუთრებით მიყვარდა ზაფხულობით ზღვაზე რომ მივდიოდით აფხაზეთში, ან ანსამბლთან ერთად სადმე ტურში, ან ფესტივალებზე. გამორჩეულად კარგი სამეზობლო გვყავდა, დავრბოდით ბავშვები, თითქოს საკუთარ სახლში, ვიცოდით ვისთან რა საჭმელი მზადდებოდა. ახლა რომ ვიხსენებ, ყველა კარგი მზარეული იყო, განსაკუთრებით ქორწილები იყო საინტერესო, ყველა მეზობელს ჰქონდა თავისი “ნიშა” და საქმე :) დედაჩემი, მაგალითად, აცხობდა შუს და ნაპოლეონს, ნიგვზიან კერძებს ამზადებდა. სხვანაირი სიყვარული, გვერდში დგომა, ფასეულობები იყო. 
დავამთავრე თსუ-ს ფილოლოგიური ფაკულტეტი, რუსული ენა და ლიტერატურა, თუმცა ჩემი პროფესია მხოლოდ სასაუბროდ და მეილების წერაში თუ გამოვიყენე. საკმაოდ საინტერესო სამსახურები მქონდა, მოხალისედაც სიამოვნებით მიმუშავია. კულინარია და გემრიელი კერძები ყოველთვის მიყვარდა, ბებიაც სასწაულად ამზადებდა და დედაც. დღე არ გავიდოდა სტუმარი არ გვყოლოდა სახლში, ამიტომ სულ ფუსფუსი იყო ხოლმე. დღემდე ვამზადებ ლობიოს ბებიას რეცეპტით, საცივს დედაჩემის რეცეპტით. 
რამდენიმე წლის წინ ჩემმა მეგობარმა გააკეთა ფეისბუქ გვერდი “დღეს რა ვჭამოთ” და აი მანდ დავიწყე აქტიურობა და ფუსფუსი. ყოველდღე რაღაცას ვხრაკავდი, ვხარშავდი, ვაცხობდი, ვსწავლობდი, ვუყურებდი ვიდეოებს და ფილმებს კულინარიაზე. ჩემი სუსტი მხარეა რეცეპტების წერა, რომ მეკითხებიან, არასოდეს ვიცი გრამაჟი. ერთნაირად არ ვამზადებ, ყოველთვის ჩემებურად ვაკეთებ და სიამოვნებას მანიჭებს ეს პროცესი. პანდემიის დროც დაემთხვა ჩემს გასტრონომიულ ექსპერიმენტებს. ამ ყველაფერმა მიმიყვანა იქამდე, რომ ახლა ვმუშაობ პატარა რესტორანში, შეფ-მზარეულის დამხმარედ. ძალიან მომწონს ეს საქმე, საინტერესო და მრავალფეროვანია. სულ სხვა დინამიკა და სისწრაფეა, ძალიან ბევრს ვსწავლობ ჩემი შეფისგან და მადლობა მას ამისათვის :) სამომავლოდ ვფიქრობ ქალაქგარეთ, თბილისთან ახლოს ცხოვრებას და ჩემი პატარა საქმის წამოწყებას, ვნახოთ :)
ქართული სამზარეულო ჩემი ფავორიტია, ასევე ძალიან მიყვარს იტალიური, ფრანგული სამზარეულო და ამიტომ დღეს მოგიტანეთ უმარტივესი იტალიური კერძი. მხოლოდ რიკოტა და მოცარელას ნაცვლად გამოვიყენე ნადუღი და სულუგუნი, თქვენც სცადეთ აუცილებლად, ბადრიჯნის ნაცვლად ყაბაყიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. გემრიელად მიირთვით!” - ლალი ჯაბუა
 

როლატინი ქართულად

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი
ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

ლალი ჯაბუა

რეცეპტის ავტორი

ლალი ჯაბუა

როლატინი ქართულად

ინგრედიენტები

ულუფა :

1

მარილი

0.25 მწიკვი

შავი პილპილი

0.25 მწიკვი

დიდი წითელი ხახვი

0.25 ცალი

პატარა სტაფილო

0.25 ცალი

წითელი მშრალი ღვინო საფერავი

0.25 ჭიქა

ტომატი

0.25 სუფრის კოვზი

მწიფე პომიდორი

0.75 ცალი

შაქარი

0.25 მწიკვი

ნიორი

0.5 კბილი

დიდი ბადრიჯანი

0.5 ცალი

ნადუღი

0.25 ჭიქა

გახეხილი სულგუნი (1 მოსაყრელად) სურვილისამებრ ცოტა პარმეზანი

0.5 ჭიქა

კვერცხი

1 ცალი

ლიმონის ცედრა

0.25 ცალი

ზეითუნის ზეთი

1 სუფრის კოვზი

ოხრახუშის ღერო

1 ცალი

ღერო ბაზილიკი

1 ცალი

ორეგანო

1 ჩაის კოვზი

ჯავზი (მუსკატი)

0.25 მწიკვი

საფეხური

droplet

1

chef

ბადრიჯანი დავჭრათ სიგრძეზე, დავალაგოთ საცხობ ქაღალდზე, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ორეგანო, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ 20-25 წუთით.

საფეხური

droplet

2

chef
გავამზადოთ შიგთავსი. ნადუღი, სულუგუნი, პარმეზანი, კვერცხი, ლიმონის ცედრა, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ბაზილიკი, მწიკვი მუსკატი, მარილი და პილპილი კარგად გადავურიოთ ერთმანეთს.

საფეხური

droplet

3

chef
გამომცხვარ ბადრიჯანს წავუსვათ შიგთავსი და გადავახვიოთ. საცხობ ფორმაში ჩავასხათ პომიდვრის სოუსი, დავალაგოთ ბადრიჯანი, ზემოდან ისევ სოუსი მოვასხათ, მოვაყაროთ ყველი და ვაცხოთ სანამ ყველი არ მოადნება და მობრაწვას დაიწყებს.

საფეხური

droplet

4

chef
სოუსის მოსამზადებლად წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი მოვშუშოთ ზეითუნის ზეთსა და კარაქში.

საფეხური

droplet

5

chef
დავამატოთ წვრილად გახეხილი სტაფილო, მოვასხათ ღვინო, შემდეგ ტომატი, გახეხილი პომიდორი, შაქარი, მარილი, პილპილი, ბაზილიკი, ორეგანო გემოვნებით, წამოვადუღოთ და გადმოვდგათ.

საფეხური

droplet

6

chef
კარტოფილის პიურე: კარტოფილი მოვხარშოთ, გადავწუროთ, დავამატოთ ნადუღი, ცოტა სულუგუნი, რძე და კარაქი, მოვახეხოთ ოდნავ მუსკატი, გადავზილოთ.

საფეხური

droplet

7

chef
გადავიტანოთ საცხობ ფორმაში, მოვაყაროთ მორჩენილი გახეხილი სულუგუნი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე ღუმელში, სანამ არ მოიბრაწება.

სერვირება

droplet

8

chef
გემრიელად მიირთვით

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone