Search
Or
მიდიები ტარხუნით
30-60 Min
საშუალო
მსუბუქი
201-500 Kcal

გამარჯობა, მე ანა ვარ ფუდ ბლოგერი.
უკვე ერთი წელია იქმნება იფ იფ რეცეპტები. ბლოგის მიზანია ყველამ შეძლოს მომზადება, ამიტომაც ბევრ მარტივ რეცეპტს აღმოაჩენთ და იმედი მაქვს გაგიჩნდებათ სურვილი თავადაც სცადოთ კერძის მომზადება.
გამომწერების მუდმივი ყურადღება მაძლევს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მოვამზადო უფრო მეტი და მეტი გემრიელი კერძი. 
მყავს 2 არაჩვეულებრივი შვილი და მეუღლე. ისინი მაძლიერებენ და მავსებენ ემოციებით. ყველაზე დიდი გულშემატკივრები სწორედ ისინი არიან. 
მიყვარს მუსიკა და მოგზაურობა. თითოეული ქალაქიდან ვიღებ ინსპირაციას ახალი კერძებისთვის. ძალიან მინდა მალე დასრულდეს პანდემიური სიტუაცია და ცხოვრება დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს. აღარ გვეშინოდეს ჩახუტების და შევძლოთ დავიპყროთ კიდევ უფრო მეტი ახალი უცნობი ადგილი.
გისურვებთ ჯანმრთელობას 
პატივისცემით იფ იფ ანა. instagram:@ifif_ana

ingredients
1 1 კგ. მიდია
1 1 ცალი კონა ტარხუნა
1/2 1/2 ცალი კონა მწვანე ხახვი
1 1 ცალი კონა ქინძი
3 3 კბილი ნიორი
1/2 1/2 თავი ხახვი
300 300 გრ. თეთრი მშრალი ღვინო
2 2 სუფრის კოვზი ზეთი
1 1 მწიკვი მარილი
1 1 მწიკვი შავი პილპილი
step 1
წვრილად დავჭრათ მწვანილი, ნიორი და ხახვი. მიდიები კარგად გავწმინდოთ.
step 2
გავახუროთ ტაფა, დავასხათ ზეთი. მოვშუშოთ ნიორი და ხახვი.
step 3
დავუმატოთ მიდიები. რამდენიმე წუთი ვშუშოთ.
step 4
დავასხათ თეთრი მშრალი ღვინო და წამოვადუღოთ. მიდიები დაიწყებს გახსნას. დავუმატოთ ტარხუნა, ქინძი და მწვანე ხახვი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით. რამდენიმე წუთი ვადუღოთ და მზად არის.

How To Serve

გემრიელად მიირთვით.