• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ქოქოსის ნაყინი

სალამი, მე ლიკა ვარ, 19 წლის. თავდაპირველად, როდესაც კერძების მზადება დავიწყე, ეს უფრო დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის გამოხატულება იყო, დროთა განმავლობაში კი ეს პროცესი ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
10 წლის ასაკიდან ვამზადებდი კერძებს, დესერტებს და ვუზიარებდი ყველას, მათგან წამოსული დადებითი ემოციები კი ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო, რომელიც მაძლევდა მოტივაციას, უფრო მეტი მეკეთებინა. 14 წლის ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე, რომ ეს საქმე ჩემს პროფესიად უნდა მექცია.
17 წლის ასაკში ჩავაბარე კულინარიის აკადემიაში და დიდ, პროფესიონალურ სამზარეულოში მუშაობის პირველივე წუთებიდან დავრწმუნდი, რომ ვიყავი ზუსტად იმ ადგილას, სადაც ყველაზე დიდი ბედნიერების მიღებას შევძლებდი. სამომავლოდ ვფიქრობ საზღვარგარეთ წასვლას, ცოდნისა და პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. - ლიკა ესაიაშვილი
 

ქოქოსის ნაყინი

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

დესერტი

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი
ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

ქოქოსის ნაყინი

ინგრედიენტები

ულუფა :

1

ნაღები

57.5 გრამი

ქოქოსის რძე

30 გრამი

შაქარი

17.5 გრამი

დიდი კვერცხის გული

1 ცალი

გახეხილი ცოცხალი ქოქოსი

10 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

კვერცხის გული გავთქვიფოთ კარგად, გათეთრებამდე. სასოუსე ქვაბში შევურიოთ ნაღები, ქოქოსის რძე და შაქარი. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. ცხელი რძიანი მასა ნელნელა დავასხათ კვერცხის გულს და მუდმივად ვურიოთ. კარგად გაერთიანების შემდეგ დავაბრუნოთ ქვაბში და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, გაუჩერებლად ვურიოთ მანამ, სანამ მასა არ შესქელდება. უნდა ჰქონდეს გლუვი და ერთგვაროვანი ტექსტურა. კოვზი დავასველოთ კრემით და თითის გასმით შევამოწმოთ მზაობა (კრემი ადგილზე უნდა დარჩეს).

საფეხური

droplet

2

chef
მომზადებისთანავე კრემი გადმოვტანოთ ცივ ჯამში, კონტაქტურად დავაპლასტიკოთ და კარგად გავაცივოთ. ტაფა გავახუროთ, დავყაროთ გახეხილი ქოქოსი და 4-5 წუთის განმავლობაში მოვბრაწოთ. გაცივებული კრემის მასა გადავიტანოთ ნაყინის აპარატში, შევურიოთ გახეხილი ქოქოსი და დავიწყოთ გაყინვის პროცესი. მიღებული მასა მოვათავსოთ საყინულეში. (ნაყინის აპარატის არ ქონის შემთხვევაში, მასა გადაიტანეთ კონტეინერში და სრულად გაყინვამდე ურიეთ ყოველ 1 საათში).

სერვირება

droplet

3

chef
გემრიელად მიირთვით!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone