Search
Or
ვეგანური კენკრის ფილები
30-60 Min
ადვილი
მსუბუქი
0-200 Kcal

სალამი, მე ლიკა ვარ, 19 წლის. თავდაპირველად, როდესაც კერძების მზადება დავიწყე, ეს უფრო დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის გამოხატულება იყო, დროთა განმავლობაში კი ეს პროცესი ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. 10 წლის ასაკიდან ვამზადებდი კერძებს, დესერტებს და ვუზიარებდი ყველას, მათგან წამოსული დადებითი ემოციები კი ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო, რომელიც მაძლევდა მოტივაციას, უფრო მეტი მეკეთებინა. 14 წლის ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე, რომ ეს საქმე ჩემს პროფესიად უნდა მექცია. 17 წლის ასაკში ჩავაბარე კულინარიის აკადემიაში და დიდ, პროფესიონალურ სამზარეულოში მუშაობის პირველივე წუთებიდან დავრწმუნდი, რომ ვიყავი ზუსტად იმ ადგილას, სადაც ყველაზე დიდი ბედნიერების მიღებას შევძლებდი. სამომავლოდ ვფიქრობ საზღვარგარეთ წასვლას, ცოდნისა და პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. - ლიკა ესაიაშვილი
 

ingredients
130 130 გრ. შვრიის ფქვილი
115 115 გრ. შვრიის ფანტელი
175 175 გრ. თაფლი
70 70 გრ. ქოქოსის ზეთი
4 4 გრ. მარილი
5 5 გრ. ვანილი
360 360 გრ. კენკრა
30 30 გრ. ლიმონის წვენი
20 20 გრ. ჩია - 60 გრ - 2 გრ
2 2 გრ. ლიმონის ცედრა
step 1
წინასწარ გავაცხელოთ ღუმელი 180 გრადუსზე. საცხობ ფორმას დავაფაროთ პერგამენტი (ისე, რომ გვერდებიც დაფაროს). დიდ ჯამში ავურიოთ შვრიის ფქვილი, შვრიის ფანტელი, თაფლი (115 გ), გამდნარი ქოქოსის ზეთი, მარილი, ვანილი.
step 2
ხელით ავურიოთ კარგად, უნდა იყოს ცომის მსგავსი, წებოვანი მასა, თუ ცოტა მშრალი იქნება შეგვიძლია დავუმატოთ 1-2 სუფრის კოვზი წყალი. ავიღოთ ცომის პატარა ნაწილი, დავაპლასტიკოთ და გავყინოთ ცოტა ხნით (გამოვიყენებთ ზემოდან მოსაყრელად). დარჩენილი ცომი გავაბრტყელოთ პერგამენტიან ფორმაში, დავრწმუნდეთ, რომ ცომმა მთლიანად დაფარა ძირი, შემდეგ კი შევდგათ მაცივარში, კენკრის ჯემის მომზადებამდე.
step 3
პატარა სასოუსე ქვაბში ჩავყარუთ კენკრა , თაფლი (60 გ), ლიმონის ცედრა, ლიმონის წვენი, ჩია. დავდგათ 1-2 წთ საშუალო ცეცხლზე სანამ ბუშტები არ წამოვა. დავჭყლიტოთ კენკრა ჩანგლით ან საჭყლეტით და გავაგრძელოთ მზადება კიდევ 2 წუთი, ვურიოთ გაუჩერებლად, რომ არ დაიწვას.
step 4
გაცივებული ჯემი გადმოვიტანოთ ცომიან ფორმაში, გამოვიღოთ საყინულიდან დარჩენილი ცომი და პატარა ნაწილაკებად მოვაყაროთ ჯემს თავზე. გამოვაცხოთ 35 წუთის განმავლობაში, სანამ ზედაპირი ოქროსფერი და ხრაშუნა გახდება. გამოვიღოთ ღუმელიდან და დავაყოვნოთ 10 წუთი, შემდეგ კი გამომცხვარი მასა ამოვიღოთ პერგამენტით და გადავიტანოთ გასაგრილებელ გისოსზე. გავაცივოთ 3 საათის განმავლობაში, შემდეგ კი დავჭრათ სასურველ ზომებად.

How To Serve

გემრიელად მიირთვით!