Search
Or
ეკალას თბილი სალათა მჭადითა და პონზუს დრესინგით
30-60 Min
საშუალო
მსუბუქი
201-500 Kcal

“პირველად, პროფესიულ სამზარეულოში 4 წლის წინ აღმოვჩნდი, ამის შემდეგ სულ თან მდევდა სურვილი, რომ ადამიანებისთვის მიმენიჭებინა მეტი სიამოვნება და გემრიელი, ლამაზად მირთმეული საკვები, ჩემი საავტორო რეცეპტებით, დაეგემოვნებინათ. კვებითი ღირებულებებით დაბალანსებული საკვები, ორგანიზმის სრულყოფილი მუშაობისთვის უმთავრესი პირობაა. ამიტომ ინტერესმა და სურვილმა კულინარიის ღრმად შესწავლისა, მიბიძგა სფერო უფრო კარგად გამეცნო და ბევრ კითხვაზე პასუხი უფრო მარტივად მომეძებნა.
მანამდე კი იყო გზა, სტანდარტული ისტორიით. უნივერსიტეტში სწავლა, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, უამრავი ტრენინგი, უცხო ენების შესწავლა და ა.შ, რომელიც, საბანკო სფეროში 7 წლიანი მოღვაწეობით დაგვირგვინდა. 
საჭმლის მომზადება ყოველთვის მომწონდა და ყველა მოგზაურობის მთავარი მოლოდინი ახალი დაგემოვნებული კერძისგან მიღებულ ემოციებს უკავშირდებოდა. 
ამდენად, ჩემი მეუღლის ინიციატივით მივაშურე აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიას. სწავლის პროცესშიც მივხვდი, რომ ყველაფერი იმაზე უკეთ შევძელი, ვიდრე მოველოდი. სასწავლო წლის  დასასრულს კი აღმოვჩნდი კაფე „ლიტერაში“, თეკუნას სამზარეულოში, საიდანაც დაიწყო გზა, კულინარიის სფეროში მოღვაწეობისა. შემდეგ იყო აჭარა ჯგუფის პროექტები, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“, კაფე „სტამბა“. რიგითი მზარეულის პოზიციიდან, არაერთი რესტორნისა და სასტუმროს სამზარეულოში მუშაობის შემდეგ, საერთაშორისო გასტრო-ფორუმებზე დასწრება/მონაწილეობების ჩათვლით, ჰობი პროფესიად ვაქციე და ისევ აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაშიც დავბრუნდი, უკვე არსებული ცოდნის გასაზიარებლად და დაახლოებით ერთი წელი აკადემიურ საქმიანობაშიც ვიყავი ჩართული.
ბოლოს კი მივედი იმ ეტაპამდეც, რომ ახლა მაქვს ადგილი, კაფე სახლად „ბონკაფე“, სადაც შემიძლია მოვამზადო ზუსტად ისე, როგორც ჯერ კიდევ გზის დასაწყისში, მხოლოდ ფიქრებში წარმომედგინა...   
კაფის მთავარი ღირსებაა ბუნებრივ საფუარზე, ქვის ღუმელში გამომცხვარი არტიზანული პურის სახეობები და ძალიან კარგი ხარისხის ყავა, ფუნთუშეულთან, კრუასანებთან და დესერტებთან ერთად. ამასთან, სალათები, სენდვიჩები  და ცხელი კერძები... ეს ყველაფერი კი გვირგვინდება ცხელი და ცივი სასმელების დიდი ასორტიმენტით. კერძები, მარტივია ყველასთვის ნაცნობი და გასაგები, მაგრამ მთელი გულით და საუკეთესო ინგრედიენტებით მომზადებული. მესტუმრეთ და ამაში თავად დარწმუნდებით. სიამოვნებით გიმასპინძლებთ და გამოგზაურებთ კულინარიის ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვან სამყაროში... 
წერილის ბოლოს კი მადლობა მხარდაჭერისთვის ჩემი ოჯახის ყველა წევრს, ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებს ჩემს ცხოვრებაში. მე, თქვენ გარეშე არაფერი გამომივიდოდა!” - ნათია დანელია
 

ingredients
130 130 გრ. ეკალა
100 100 გრ. სატაცური
100 100 გრ. მწვანე ლობიო
50 50 გრ. ჭარხლის ფოთლები
80 80 გრ. პომიდორი ჩერი
10 10 გრ. ჟოლო
2 2 გრ. ომბალო
30 30 მლ. ზეთი
5 5 გრ. კოჭა
5 5 გრ. ნიორი
5 5 გრ. მწვანე წიწაკა
10 10 მლ. ლაიმის წვენი
10 10 მლ. ლიმონის წვენი
2 2 გრ. ლაიმის ცედრა
2 2 გრ. ლიმონის ცედრა
10 10 მლ. ბრინჯის ძმარი
20 20 მლ. სიოის სოუსი
50 50 გრ. მჭადის ფქვილი
20 20 გრ. პურის ფქვილი
100 100 მლ. რძე
1 1 ცალი კვერცხი
1 1 გრ. მარილი
5 5 მლ. ზეთი
2 2 გრ. მარილი
2 2 გრ. შაქარი
30 30 გრ. სულგუნი
step 1
ეკალა, სატაცური, ლობიო და ჭარხლის ფოთლები გაარჩიე და გაათავისუფლე უხეში ღეროებისგან. ეკალა, სატაცური და ლობიო ადუღებულ წყალში მოწალე 2 წუთის განმავლობაში და ყინულიან თასში გადაიტანე. გადაწურე.
step 2
მჭადის ფქვილი, პურის ფქვილი, შაქარი და მარილი, კვერცხი და რძე გადაურიე ერთმანეთში და მოზილე, დააყოვნე 10-15 წუთი და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოაცხვე 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფრად არ შეიბრაწება. ცხელი მჭადი გაჭერი და შიგთავსში გახეხეილი სულგუნი მოათავსე.
step 3
მოზრდილი ზომის ტაფა დადგი საშუალო ცეცხლზე და გაახურე. დაასხი ზეთი. ტაფაში მოათავზე წვრილად დაჭრილი კოჭა, ნიორი და მწვანე წიწაკა. დაუმატე ეკალა, სატაცური, მწვანე ლობიო და ამოურიე.
step 4
დაამატე პომიდორი, ფოთლები რომ მოიშუშება, გადმოდგი ცეცხლიდან, დაუმატე ჭარხლის ფოთლები და მოასხი პონზუს სოუსი, რომლის მოსამზადებლადაც დაგჭირდება: 10 მლ. ლაიმის წვენი, 10 მლ. ლიმონის წვენი, 2 გ ლაიმის ცედრა, 2 გ ლიმონის ცედრა, 10 მლ. ბრინჯის ძმარი, 20 მლ. სიოის სოუსი.
step 5
მჭადი და ბოტნეული ერთ თეფშზე მოათავზე, ომბალო, ჟოლო და ქეშიუ კი მოაყარე ზემოდან.

How To Serve

გემრიელად მიირთვით!