• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

შაშკვლავის რავიოლი პომიდვრის ჩირის გულსართით

“პროფესიით ვარ ფინანსისტი, ახლახან დავამთავრე მაგისტრატურა და ვიდგამ ფეხს ამ სფეროში.  კულინარია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია აწ უკვე 6 წელია. ყოველთვის მომწონდა კერძების მომზადების პროცესი, ბავშვობიდან ვუყურებ სხვადასხვა კულინარიულ გადაცემას და ბაკალავრზე სწავლის დროს დავიწყე დესერტების მომზადება, აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. წელს, პანდემიის პირობებში პირველად მომეცა საშუალება და ცოტა თავისუფალი დრო, რომ უფრო გამეღრმავებინა ჩემი კულინარიული შესაძლებლობები. ამავდროულად ჩემი ახლო მეგობრების დიდი სურვილით დავიწყე ჩემი რეცეპტების გაზიარება პატარა კულინარიულ ბლოგზე - Katos.food.diary - აქ შეხვდებით მრავალფეროვან კერძებს და დესერტებს, რომელსაც მთელი გულით ვუზიარებ ჩემს გამომწერებს.” - კატო ლასარეიშვილი
 

 შაშკვლავის რავიოლი პომიდვრის ჩირის გულსართით

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

500+ კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

უხდება

ბორჯომის მინერალური წყალი

კატო ლასარეიშვილი

რეცეპტის ავტორი

კატო ლასარეიშვილი

 შაშკვლავის რავიოლი პომიდვრის ჩირის გულსართით

ინგრედიენტები

ულუფა :

1

წიწაკის ფანტელები

0.5 მწიკვი

შაშკვლავის ფოთოლი

2 ცალი

კარაქი

5 გრამი

ნიორი

1 კბილი

ნაღები

125 მილილიტრი

სულგუნი

22.5 გრამი

პილპილი

0.5 მწიკვი

მუსკატის კაკალი

0.5 მწიკვი

შაშკვლავი

12.5 გრამი

წყალი

1 სუფრის კოვზი

კვერცხი

1 ცალი

უმაღლესი ხარისხის ფქვილი

95 გრამი

ზეითუნის ზეთი

0.5 ჩაის კოვზი

მარილი

0.25 ჩაის კოვზი

პომიდვრის ჩირი

72.5 გრამი

პომიდვრის ჩირის ზეთი

0.5 ჩაის კოვზი

კრემ-ყველი

40 გრამი

სულგუნი

12.5 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 25 გრამი - შაშკვლავი 2 ს.კ- წყალი 1ც. - კვერცხი 190 გრამი - უმაღლესი ხარისხის ფქვილი 1 ჩ.კ - ზეითუნის ზეთი ¼ ჩ.კ - მარილი

საფეხური

droplet

2

chef
ჩოპერში მოათავსეთ შაშკვლავი, წყალი და ზეთი, 2-3 პულსაციით დააქუცმაცეთ. დაუმატეთ კვერცხი და კარგად აურიეთ, ბოლოს დაუმატეთ ფქვილი და მარილი. მიიღებთ ერთიან მკვრივ ცომს. გადმოიტანეთ ფქვილ მოყრილ ზედაპირზე და დაამუშავეთ ხელით რამდენიმე წუთის განმავლობაში. გადააკარით საკვები ცელოფანი და დაასვენეთ ცომი ოთახის ტემპერატურაზე 1 საათით.

საფეხური

droplet

3

chef
გულსართისთვის დაგჭირდებათ: 145 გრამი - პომიდვრის ჩირი 1 ჩ.კ - პომიდვრის ჩირის ზეთი 80 გრამი - კრემ-ყველი 25 გრამი - სულგუნი მწიკვი მარილი მწიკვი წიწაკის ფანტელები 3-4 შაშკვლავის ფოთოლი დააჩოპერეთ ყველა ინგრედიენტი ერთიანი მასის მიღებამდე.

საფეხური

droplet

4

chef
გააბრტყელეთ პასტის ცომი და ერთმანეთის მოშორებით მოათავსეთ დაახლოებით 1 ჩ.კ გულსართი. დახურეთ ცომით და დაჭერით სასურველ ფორმაზე. ამ რაოდენობის ცომით გამოგივათ 18-20 ც. რავიოლი აადუღეთ წყალი, დაუმატეთ მარილი და მოხარშეთ რავიოლი 3-4 წუთის განმავლობაში.

საფეხური

droplet

5

chef
სოუსის მოსამზადებლად გააცხელეთ ტაფა, დაუმატეთ 10 გ კარაქი და 2 კბ დაჭყლეტილი ნიორი, როგორც კი მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას დაუმატეთ 250 მლ ნაღები, რამდენიმე წუთში დაუმატეთ 45 გ სულგუნი და სანელებლები, ურიეთ ერთიანი მასის მიღებამდე.

სერვირება

droplet

6

chef
ღრმა თეფშში ჩაასხით სოუსი, ზემოდან დააწყვეთ რავიოლი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ფსტა და რეჰანის ფოთლები. გემრიელად მიირთვით!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone