Search
Or
მანგოს ნაყინი
60+ Min
ადვილი
მსუბუქი
201-500 Kcal

“მაშინ, როდესაც საქართველოში რთულ 90-იან წლებს გავდიოდით, არც დენი იყო და არც გაზი, ბებო და ბაბუ, იმ ყველასთვის კარგად ცნობილ ნავთის გამათბობლის დახმარებით, ახერხებდნენ ჩემს რაციონში დესერტი აუცილებლად ყოფილიყო. ბნელ სამზარეულოში სანთლით განათებული მაგიდა და მოზელილი ცომი სწორედ ის ჯადოსნური მოგონებაა, რომელმაც სამუდამოდ შემაყვარა კულინარია. კულინარიული პროფესიული ცოდნა არ მაქვს, მაგრამ ექსპერიმენტების და საყვარელი ფუდბლოგერების დახმარებით უამრავი რამ ვისწავლე. მიყვარს ჩემი 3 წლის შვილთან ერთად მზადება, რაც შესაძლოა ართულებს საქმეს, თუმცა აგრეთვე დიდი სიამოვნებაა.” - მარი ბოლქვაძე, პროდიუსერი, ტელე წამყვანი.
 

ingredients
450 450 გრ. მანგო
160 160 გრ. ქოქოსის ნაღები
160 160 გრ. ქოქოსის წყალი
1 1 სუფრის კოვზი თაფლი
step 1
გათალეთ და წვრილ ნაჭრებად დაჭერით მანგო, შემდეგ ბლენდერში მოათავსეთ. მანგოს დაუმატეთ ქოქოსის ნაღები, ქოქოსის წყალი და რამდენიმე წამით დააბლენდერეთ. შემდეგ ამატებთ თაფლს და კიდევ აბლენდერებთ.
step 2
მიღებულ მასას მოათავსებთ სანაყინე ფორმებში და შედგამთ საყინულეში მინიმუმ 4 საათით.

How To Serve

გემრიელად მიირთვით!